Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა დღეს, 9 აპრილს გამართულ სეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან.

ნანა მახარაძე არის 9 აპრილის მონაწილე ქალი, რომლის ცნობილი ფოტო დროშით საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო ნანა მალაშხია არის წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით.

ნანა მალაშხიას პრეზიდენტმა ღირსების მედალი გადასცა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის, ხოლო ნანა მახარაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.

“ახლა მათ დავაილრდოვებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ძვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები და მათ ვიწვევ აქ”, – განმარტა პრეზიდენტმა.

[მასალა განახლდება]

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...