Jump to content
Planeta.Ge

ნანა მახარაძე - ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ქვეყნის მომავალი - დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენაა


ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თქვენ, დამსწრე საზოგაოდებას. გიყურებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგის მთრევი ქალბატონები, ამისთვის უდიდესი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ვეროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ნანა მახარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...