გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად.
ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“.
შეგახსენებთ,
რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა",
საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს - არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, „როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა“.
„საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის, 1 140 ბოლო 24 საათში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 267 ტანკს, 6 474 ჯავშანტექნიკას, 2 279 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 295 საბრძოლო თვითმფრინავს და 286 ვერტმფრენს, 5 134 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 997 უპილოტო საფრენ აპარატს, 214 ერთეულ სპეცტექნიკას, 857 ფრთოსან რ
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და თურქ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს.
თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრ
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარ
დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯ
ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება.
ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს.
მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს.
„პუტინმა დ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორ რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
„დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, –
პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს".
ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ
ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით, სიმშვიდით და მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან.
"სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ:
ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სა
ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.
რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ.
ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა.
როგორც უნგ
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა, დაშავებულია 74 24
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება.
„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მ
რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღეს გაიგზავნება.
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „გურთიადის“ თავმჯდომარის ოსმან თურანის განცხადებით, ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა.
„დღეს მეხუთე დღეა, რაც თურქეთში უბედურება დატრიალდა. სიტუაცია ჯერ კიდევ არის იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ მასმედიის საშუალებით ვხედავთ. ამ დღეების განმავლობაში უამინდობა ართულებდა სამაშველო სამუშაო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო.
კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი.
საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის
2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი - კაცი. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია.
სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ
კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს.
თურქეთის საელჩოს კოორდინაციით შეგროვებული საჭირო ნივთების ტრანსპორტირება დღეიდან იწყება და უახლოეს დღეებში 16 ტრაილერის
გაგზავნაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე იგზავნება მოთხოვნადი ნივთები: თბილი ტანსაცმელი, მშრალი საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები და სხვა.
აღნიშნულ ჰუმანიტარულ ტვირთს თურქული მხარე გაანაწილებს როგორც თურქეთის, ასევე სირიის რ
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან.
რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც.
„ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ