Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.083
  • comments
    0
  • views
    691.538

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ - Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air/AlterVision განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წელს პროექტი 14 წლის ხდება, თუმცა ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.

ლოკომოტივის დირექტორი: არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს

თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. - არ აქვს მნიშვნელობა. არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!

მდინარაძე: ე.წ. აგენტების კანონს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განვიხილავთ

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების კანონების განხილვას მთელი დღე დასჭირდება, ამიტომ სამშაბათის ნაცვლად, ხუთშაბათის, 9 მარტს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან პირველი მოსმენით კენჭს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, ხვალ პლენარულ სხდომა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ. „რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბა

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც ცნობილია, იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა.   სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იპნ

„დინამო თბილისი“ - ჩვენი დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის

ჩვენი კლუბი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის, - ამის შესახებ განცხადებას „დინამო თბილისი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას. „"დინამო თბილისი", როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავ

თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში თბილისის მერის ფოტოთი გავრცელებული ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება. „სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით: „მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით

კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს

კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს პოლიტიკა პუბლიკა17:00, 06 მარტი, 2023 ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები უმრავლესობის წევრს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად ესახება ორგანიზაციებს ნინო წილოსანთან კონსტრუქციული

საჩუქარი რუსეთს – ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე

„თვითნებური საჩუქარი რუსეთს“ – ასე აფასებს ჰელსინკის კომისია „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. საუბარია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგზე, რომელიც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან. „უცხოური აგენტების შესახებ წარმოდგენილი კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, ეს არის თვითნებური საჩუქარი რუსეთს და პირდაპირი გამოწვე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არც ერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს,

237 ლექტორი რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ–თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა. ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცემა. აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადების ტექსტში ნათქვამია: მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ: ოთარ ქირია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლიკა საჯაია, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი; მარიამ გერსამია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო

სანამ განიხილება რუსული კანონი, ვწყვეტთ საჯარო სექტორისთვის სერვისების მიწოდებას - ტრენერთა ასოციაცია

ტრენერთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონპრრექტის გამო ისინი წყვეტენ საჯარო სექტორისთვის მომსახურების მიწოდებას.

კახა გოგოლაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ - „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას!

მე, შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ ეს, ისე, როგორც [ფილმში] ყვირის „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას! - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს. კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორს პრობლემას უქმნის, ამიტომ, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ე.წ აგენტების შესახებ

ყაველაშვილი: „სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“

„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“, — ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალიდან”  მიხეილ ყაველაშვილმა ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას ორი წიგნის წაკითხვა ურჩია. ხატია დეკანოიძე: მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. მიხეილ ყაველაშვილი: არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.

„შევისწავლით ე.წ. აგენტების კანონის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან“ — ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ამზადებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტის შეფასებას: „გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ მოსაზრებას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საქართველოში და მის შესაბამისობასზე საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ვითანამშრომლე

პარლამენტში ბიუროს სხდომა 7 მარტისთვის გადაიდო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტში  დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო. დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით. თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა. ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია ი

5 ტყუილი "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტების განმარტებითი ბარათებიდან - ნონა ქურდოვანიძის კითხვები იურიდიულ კომიტეტში

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მან ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ისინი პირველ რიგში ადამიანის უფლებების შემზღუდავია და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უს

ამირან გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონზე - ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი

[თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა. “საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მი

გურამ იმნაძე - კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული

კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული, – ასე მიმართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ. იმნაძის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. „მე მაინტერესებს, რა ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება გვითხრას კიდევ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნი

თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი, მე ვყოფილვარ მტერი საქართველოსი - ნინო ჩხობაძე

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით მოახერხეს გარემოსდაცვითი სივრცის შექმნა, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები კი მათ საქართველოს მტრად აცხადებს. ჩხობაძის თქმით, კანონპროექტები არც გამჭვირვალობის ელემენტს პასუხობს. "მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი. იმიტომ, რომ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით,

გაზულუქებულ ისტებლიშმენტს სურს საქართველოს იზოლაციაში მოქცევა - „რუსთავი 2-ის“ პროდიუსერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია Facebook-ის პირად გვერდზე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ.

„ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში საქართველომ დონორებისგან 3.9 მლრდ ლარის გრანტი მიიღო

„დიდი საშიშროებაა „აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში მოხდეს გადახედვა იმ გრანტების, რომელსაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის იღებს სახელმწიფო,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს დონორებისგან 3.943 მლრდ ლარის გრანტები აქვს მიღებული. მათ შორის მიმდინარე

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 ირანული დრონი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, 6 მარტის ღამეს, უკრაინაში, საერთო ჯამში, 15 დრონი გაუშვეს. "დრონები ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაუშვეს. რუსებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, მათგან 13 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ასეთი კარგი შედეგი გვაქვს", - განაცხადა იური იგნატმა. მისი გ

პიტერ ფიშერი - ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უცვლელია: მისი მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირის მისწრაფებებთან, ნორმებთან და ღირებულებებთან

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. „ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: „კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“. ამა

კელი დეგნანი ე.წ. აგენტების კანონზე - არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კანონპროექტი - ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა

კახაბერ ქემოკლიძე - ოცნებამ დღეს რაც გააკეთა, არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღალატი

ოცნებამ დღეს რაც გააკეთა (რეგლამენტის დარღვევით არ განიხილა ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონი რუსული გავლენის შემცირებასთან დაკავშირებით და დიდი ენთუზიაზმით იხილავს წმინდაწყლის რუსულ კანონს) არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღ ა ლ ა ტ ი!, - წერს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.  მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდის.   "რა არ მინახავს ცხოვრება
×
×
  • შექმენი...