Jump to content
Planeta.Ge

პენტაგონი - Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა


ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისი განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამოვლენ.

პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...