Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.795
  • comments
    0
  • views
    323.800

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს. „ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტ

ნინო დოლიძე - მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება - თავისუფლდებიან პროფესიონალები, რაც საფრთხეს უქმნის მემკვიდრეობის დაცვას

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება და ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. მისივე თქმით, 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რი

კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება

კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება. ამის შესახებ წერენ სააგენტოები AFP, Reuters-ი და Bloomberg-ი. სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ დღეს, 4 ნოემბერს, აშშ-ში სამუშაო დღის დაწყების შემდეგ მიიღებენ ელექტრონულ წერილებს, სადაც მითითებული იქნება, რჩებიან თუ არა კომპანიაში სამუშაოდ. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 4 ნოემბერს არ მივიდნენ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია.

უკრაინისადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დახმარება გაგრძელდება - ამერიკელი სენატორები პორტმანი და კუნსი

ამერიკელმა სენატორებმა, რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა და დემოკრატმა კრის კუნსმა, რომლებიც ხუთშაბათს კიევში ჩავიდნენ, 3 ნოემბერს პირობა დადეს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისთვის მომავალი კვირის შუალედური კონგრესის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. სენატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ" ძალიან პოზიტიური " მოლაპარაკებები ჰქონდათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინაში ყოფნის დროს ამერიკელმა სენატორებმა დაათვალიერეს ასევე ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელზეც რუსეთმა ირანის მიერ მიწოდებულ

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატურას არ ხსნის, მაგრამ გასაუბრებაზე არ მივა

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა. "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით

ლოიდ ოსტინი: უკრაინელებს შეუძლიათ ხერსონში, დნეპრის დასავლეთ ნაპირის დაბრუნებაც

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა.

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მოპარული ავტომობილი ნაპოვნია

იტალიის პოლიციამ კლუბ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუბრუნა მისთვის მოპარული ავტომობილი. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა Mini Countryman ნეაპოლიდან მოშორებით, კაზერტის პროვინციის ქალაქ ტრენტოლა დუჩენტაში, ქუჩაში იპოვეს. ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარცხელიას სახლთან მდებარე ავტოსადგომიდან ავტომობილი მოჰპარეს, იტალიურმა მედიამ 3 ნოემბერს გაავრცელა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა სარეკორდოდ სწრაფად, 24 საათზე

ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა

ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ამასთან, ხარფუხის ქუჩაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთმა უკრაინაში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში განადგურებულია 278 რუსული თვითმფრინავი, ავღანეთში კი განადგურებული იყო 118 საბჭოთა თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციისთვის სამარც

კელი დეგნანი - ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების გან

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.   მათი განმარტებით, "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.   "ინიციატივა წარდგენილია: ყვარელში ახმეტაში რუსთავში

ნათია მეზვრიშვილი - ორჯერ ორი ოთხია, რომ გვარამიას საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის მიმართ არსებული კითხვების გამო

გვარამიას პროცესზე - რომ ვთქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამიკვირდათქო, მოვიტყუები და მიზეზებს აღარ დავასახელებ. რა დღეშია მართლმსაჯულების სისტემა ამაზე არაერთხელ მისაუბრია, - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვის რა დამოუკიდებულება აქვს გვარამიას მიმართ, ნათელია, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარება დარღვევა იყო - სასამართლომ სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას, სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. „სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფო

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა და ჩაი 20.6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი კი 22,1 %-ით გაძვირდა

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა. მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც. „წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო. როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტად,

მიხეილ დაუშვილი - ხელისუფლებას, „ოცნების“ წევრებს ვაფრთხილებთ, ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება თითოეული თქვენგანის კისერზე იქნება

ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ვაფრთხილებთ, რომ ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება თითოეული თქვენგანის კისერზე,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. "პარლამენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილა ხელისუფლების მიერ ინი

სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს. „მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლ

უკრაინის პორტები დღეს პროდუქტებით დატვირთულმა შვიდმა გემმა დატოვა

უკრაინის პორტები დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავმა შვიდმა გემმა დატოვა, - ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გემები დატვირთული იყო 290 000 ტონა საკვები პროდუქტებით და ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ გაემართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. უწყებაში განმარტეს, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპ

პარლამენტმა“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პრინციპების დონეზე 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს, დღეს კი პროექტს კენჭი ეყარა. კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შ

ბაციაშვილის ფანტასტიკური შედეგი - ნინომ სერბეთის ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2462) ჩინებული შედეგი დააფიქსირა სერბეთის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მოჭადრაკემ 11 ტურში 10 პარტია (!) მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ფანტასტიკური საბოლოო მაჩვენებელი (10.5 ქულა) ჰქონდა. ნინომ აღნიშნული შედეგი ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე აჩვენა და პირად რეიტინგს 22 ქულაც შემატა. სერბეთის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგრადის რადი ცნობისთვის, ბაციაშვილი ბელგრადის რადის ღირ

რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში

2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები. „13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში. საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი - ცენტრალურ რაიონში. რუსეთი უკანასკნელი რამ

კობახიძე: თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიწყალებს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ის ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომლის განაჩენიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

ფოტიგა: საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების გაუარესება მიუღებელია

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. "ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე.   სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღ

ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარტია “საქართველოსთვის” წევრები და დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.     პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მათ შორის ის საკითხები, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათი ასახვა საკანონმდებლო ცვ
×
×
  • შექმენი...