Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.617
  • comments
    0
  • views
    308.159

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვალერი ზალუჟნი - ომს ვაწარმოებთ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?

ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულო ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში. „გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 72 470-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 650 ბოლო დღე-ღამეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 72 470-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 650 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2698 ტანკს, 5501 ჯავშანტექნიკას, 1730 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 276 საბრძოლო თვითმფრინავს და 257 ვერტმფრენს, 4143 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1415 უპილოტო საფრენ აპარატს, 154 ერთეულ სპეცტექნიკას,

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. „როგორც ჯანდაცვის მინისტრ

გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. "ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - აღნიშნა მან. გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება. ipn

ვლადიმერ პუტინი - მადლიერი ვარ ალიევის შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც ხედავს, შეხვედრის მიზანია 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. პუტინის თქმით, მადლიერია ალიევის იმ შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, დღეს კი, უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. „მადლობა, რომ ჩამ

დევი მეზურნიშვილი - პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში, ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქ

დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა

"დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა." მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ. ფოტო: Alex Siradzé Entrepreneur Georgia

მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე

ბრიტანული საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის დირექტორმა, მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ „გარკვეული ხნის წინ“ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ Revolut-ის წარმომადგენელმა უთხრა The Telegraph-ს. სტორონსკის ბრიტანეთის პასპორტიც აქვს. უკრაინაში ომის მიმართ სტორონსკის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია: „ომი სრულ ზიზღს იწვევს და ის კვლავაც გადაჭრით მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები“, - აცხადებს Revolut-ი. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სტორონსკიმ ახსნა იმით, რომ

ნარკორეალიზაციის ბრალდებით საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. "დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე რეალ

როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - ბოლო შეთანხმებით სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყო

ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.   ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევა

ევროკომისარი: გაყინულია 17 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ქონება

ევროკავშირმა გაყინა 17 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსეთის ქონება, მას მერე, რაც მოსკოვი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა - ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს გაზრდილი მაჩვენებელია დაახლოებით 13,8 მილიარდი ევროსგან, რომელზეც რეინდერსი ივლისში ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ ეს "ოლიგარქებისა და სხვა უწყებების" ქონება ევროკავშირმა ძირითადად ხუთ ქვეყანაში დაბლოკა. "ჯერჯერობით გაყინულია 90 პირის ქონება, 17 მილიარდი ევრო შვიდ წევრ სახე

ირაკლი ზარქუა - ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით

ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუამ სავალუტო ფონდის პროგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ზუსტი მონაცემები და არა ის, რასაც ეს სამი პარტია ამბობს. ზარქუა მიიჩნევს, რომ 2030 წლისთვის ივანიშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზების სიზუსტე სავალუტო ფონდის მ

ვლადიმერ პუტინი - სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად

სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. „კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ს

ივანე ჩხაიძე ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემაზე - თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლი

ჯონდი ბაღათურია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა. დაცვის მხარის განცხადებით, ბაღათურიას დაკითხვა სანახაობის ნაწილია და სასამართლოს არგუმენტებს ვერ მიაწვდის. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს სა

ნათია მეზვრიშვილი - „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, პირველად ვნახე - დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, თავი საერთაშორისო მასშტაბით მოჭრილი არ გვექნებოდა

დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას „ტვიტსაც“, სადაც გახარია საუბრობს, რომ „დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა“. „ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა

თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გადამწყვეტად გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას, - აღნიშნა ერდოღანმა გამოსვლაში. რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე - ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ, რომ სახელმწიფო ენა უკეთესად ვასწავლოთ - პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, კომპეტენციის მიმართულებით

თავად ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა - პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, შესაბამისი კომპეტენციის მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული მოკვლევის ანგარ

ნინო დოლიძე - მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში ტენდერებში იმარჯვებენ, ასევე, ისინი ზეწოლაზე საუბრობენ, არის შემთხვევები, როცა კოორდინატორები „ხელზე“ იღებენ ანაზღაურებას - ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება. „რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება.

დავით ნარმანია - დეკემბერში მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კო

ვახტანგ მეგრელიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ. „საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ

ანზორ ჩუბინიძე - ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას. ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფ

პაატა მანჯგალაძე - თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ახლა არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების დროა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია. მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს. პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო. „ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით დ
×
×
  • შექმენი...