Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.107
  • comments
    0
  • views
    733.144

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას მინისტრის გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროც

კეზერაშვილი: უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და ამ წილის ნახევარს გადავცემ კოლექტივს

„ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, ის უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს. როგორც ის წერს, „მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც”. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად მეზობელი – 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება და ვითარება ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს. როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს. „საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმ

მედიის ცნობით, სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული

სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ვაგნერის“ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა. „ტელეგრაფი“ წერს, რომ „ვაგნერი“ სუდანში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ყოფილმა დიქტატორმა, ომარ ალ-ბაშირმა მიიწვია 2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდ

ანა ბუჩუკური - პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ისევე, როგორც წინა კვირას, პარტია სრული შემადგენლობით მზად არის, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. „სასამართლოს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ და არც მაქვს სურვილი, ვაგო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე

„დიდი შვიდეული“ - რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და რომ მას, ვინც რუსეთს უკრაინაში მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება. "რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულ

ანა ბუჩუკური - მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ დაეხმარება

პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. პარტიის წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ დაეხმარება. “ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ახლა მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. რამდენიმე დღის წინ მ

ევროკავშირი - რუსეთში, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი აღმაშფოთებლად მკაცრია

ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს აღმაშფოთებლად მკაცრ განაჩენად აფასებს. „დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ბლოკში აცხადებენ,, რომ ევროკავშირი სო

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება, ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. როგორც ღვთისიაშვილი აცხადებს, ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რათა მოხერხდეს საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა. „ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამ

ჯუანშერ ბურჭულაძე - პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა, შემიძლია მოვუწოდო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არავისთვის არ არის სასურველი. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები, თუმცა როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. შემიძლია, მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურ

მედია - „დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა

აშშ-მა, გაერთიაებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან. მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას იაპონიის ქალაქ საპოროში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში მიაღწიეს. ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ გამოიყენებდნენ შესაბამისი რესურსები და შესაძლებლობები თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეარყიონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე. ბრიტანეთის მთავრობის

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი. პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის ს

მერაბ დვალიშვილი ნეაპოლშია - ის „მილანთან“ მატჩში კვარაცხელიას უგულშემატკივრებს

UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლისა“ და მის ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა ilmattino ავრცელებს. ამის შესახებ თავად მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „კვარას დიდ გამოცდამდე დარჩა ორი დღე. მზად ვართ“.   ავტორი - მერაბ მამულაშვილი

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ

აღდგომის დღესასწაულთან და საფლავთა კურთხევის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ. ავტობუსის დროებითი მარშრუტები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძი

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და ტრადიციისამებრ სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოზეც. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოა. ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 17 აპრილს ეწვევა ერაყის დედაქალაქს, ბაღდადს - იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კულება განიხილავს პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, ვაჭრობის მოცულობის ზრდას და ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებში - ვკითხულობთ განცხადებაში. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აჰმად ალ-საჰაფის თქმით, კულებას ვიზიტის მიზანია გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და განხილულ იქნეს მიდგომები სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხთან.

საგარეო უწყება - თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან

თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგ

ანალენა ბერბოკი - „დიდმა შვიდეულმა“ უნდა აჩვენოს პუტინს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და რომ „დიდი შვიდეული“ ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შარშან, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა : ზამთარში უკრანელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. ჩვენი მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას“, - აღნიშნა ბერბოკმა.

სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 13 საბრძოო თვითმფრინავი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული MiG-29 ტიპის 13 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციისთვის, მარტში სლოვაკეთი უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა და პირველი ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას მარტშივე გადასცა. IPN

რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს - დაშავდა ორი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიიდან ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა. „რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ - დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილ

პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს კრძალავენ

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე. ცენტრალურ ევროპაში ლოგისტიკურმა პრობლემებმა მარცვლეულის მარაგების სიჭარბე და ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის მუშაკების პროტესტი და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომაც კი მოჰყვა. პოლონეთის მმართველი კ

ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება

პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და მათ არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალი ჯამადიმ განაცხადა. „თავსაბურავის მოხსნის წაქეზების დანაშაული განხილული იქნება სისხლის სამართლის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ჰიჯაბის

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა. შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უც

300 წლის განმავლობაში პირველად კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა

პირველად 300 წლის განმავლობაში კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა. ტაძართან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიცია შესასვლელში მოქალაქეების დოკუმენტებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა. კიევ-პეჩერის ლავრაში სააღდგომო ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლე
×
×
  • შექმენი...