Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.095
  • comments
    0
  • views
    691.620

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია განაახლა - The Guardian-ი

შეერთებულმა შტატებმა განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაციის პრაქტიკა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, საიმიგრაციო კანონები დაარღვიეს. ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი დეპორტაციები შეწყდა, მაგრამ ახლა ის კვლავ ხორციელდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian იუწყება. ადვოკატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი, რომელიც რუსეთის არმიაში მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუ

გერმანიის იუსტიციის მინისტრი - გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს. როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს. “თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი მარიუპოლში ჩავიდა

კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა. როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მანამდე ვლადიმერ პუტინი ყირიმში იმყოფებოდა.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

მარინა კაჭარავა - დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს

დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს, შევიდეს მის ოჯახში, დაათვალიეროს მისი გვერდი, მისწეროს რაღაც ინფორმაცია, გაუსაჯაროოს და ა.შ. ეს არის კიბერბულინგი, რაც კიდევ უფრო აგრესიულ ფორმებს იღებს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, კიბერბულინგს და საზოგადოების მუდმივ დაპირისპირე

მამუკა მდინარაძე - 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია

38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბე

სოფელ ვერტყვიჭალასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, აღმოს

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „20 მარტიდან რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 164 910 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 710 ბოლო დღე-ღამეში

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 164 910 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 710 სამხედრო გასული დღის განმავლობაში - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 5 332 ტანკს, 6 853 ჯავშანმანქანას, 2 568 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5,408 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს

დიმიტრი ხუნდაძის სიძე ამერიკაში არალეგალურად წავიდა

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძის შვილის ქმარი, მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ადასტურებენ როგორც მირიან ოქროპირიძის დედა, ასევე დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე. ორივე მათგანი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოქროპირიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა: „ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა,“: — ამბ

გახარია: ეს იყო ჩემი შეცდომა

ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 20 ივნისისა და 2023 წლის 7-8 მარტის აქციებს შორის „უზარმაზარი განსხვავებაა“. ამის შესახებ გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, თუ რით განსხვავდება გახარიას საქციელი 20 ივნისს, როდესაც პოლიციამ გაცილებით ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებისგან, რომელსაც აკრიტიკებს. „ახლა იყო მშვიდობიანი აქცია. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ და ცდილობდნენ პარლამ

სერგეენკო: ვხედავდი EU-ს, აშშ-ს, საზოგადოების დამოკიდებულებას – ამიტომ არ დავესწარი კენჭისყრას

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი,

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება

დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მე-9 წლისთავს. უკრაინის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 9 წლის წინ 16 მარტს რუსეთმა “ყირიმის სტატუსის შესახებ” უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, ხოლო 18 მარტს კი მისი უკანონო ანექსია მოახდინა, როდესაც ე.წ. ყირიმის რუსეთის ფედერაციისადმი შეერთების შეთანხმებებს მოეწერა ხელი". „ინფორმაცია ვრცელდება, რომ დროებით ო

ცესკო მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ცესკო-ს ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგ

უკრაინამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 18 მარტის განკარგულებით, უკრაინამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. დოკუმენტის თანახმად, ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა. სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ არნუსის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისალ ალ-მიქდადის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, აღაჯანის საჰაერო და კოსმოსური ძალების უპილოტო საფრენი აპარატების სა

მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის გადაცემის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა. შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება. დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ. გავრცელებულ განცხადებაში ტრ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე „მოხალისეების დისკრედიტაცია" და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელება დასჯადი გახდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზ

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - კანონზე მაღლა არავინ დგას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სანდუ: მოლდოვას ომის საფრთხე არ ემუქრება, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის

"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. "მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური ს

კარიმ ხანი - "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა. პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარ

პროკურატურა დაცვის პოლიციელი ქალისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში,

დახმარება უკრაინელებს და შემოწირულობები მედიცინას - ბერნარ არნოს ქველმოქმედება

73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა. ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს:   შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილი

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამასთან, ბელარუსი აქტივისტები სოციალურ ქსელი წერენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე „კინჟალის“ რაკეტების გადამტანი რუსული MiG-31K ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა. ipn

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის 3 შემთხვევა დადასტურდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადების სამივე შემთხვევაში, ვირუსი ძაღლს დაუდგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა „გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. მოსახლეობის ინტერესების გათვალ
×
×
  • შექმენი...