Jump to content
Planeta.Ge

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიურ კორპუსს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა


პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა. რეფორმები მოიცავს ფუნდამენტურ სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დეპოლიტიზირებული საჯარო სამსახურის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 

რეფორმების მიზანია კონსტიტუციური მმართველობის სისტემის აღდგენის, ძალაუფლების ქმედითი დანაწილების, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის, კორუფციის აღმოფხვრის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის გზით ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და ევრო-ატლანტიკური განვითარების გზაზე დაბრუნება და კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიის უზრუნველყოფა.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა არჩევნების, როგორც მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებების ერთადერთი ინსტრუმენტის დაცვის მნიშვნელობას და ამ მხრივ პარტია „საქართველოსთვის“ გეგმებს.  

წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც აისახება პარტიის პროგრამაში, შესაბამისობაშია ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან და წარდგენილია როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისე რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...