Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.270
  • comments
    0
  • views
    702.352

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულების ნაწილს კი, რომელთაც მძიმე ემოციური ფონი აღენიშნებოდა, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა. “ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფ

ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო

ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით. 2021 წლის შემდეგ, თითქმის ნახევარმილიონ ლარად ღირებული კომერციული ობიექტი დაამატა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკუთარი უძრა

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს. იპნ

საგამოძიებო: პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოვიღეთ, 14 პირი ვამხილეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 – დააკავეს. უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ,  ქალის რეპუტაციის შელახვი

სკოლის აშენების მოთხოვნით თბილისში გზა გადაკეტეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების თემქაზე მდებარე სკოლაში ტარება უწევთ: „სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შე

„ფონდ ქართუს“ შემომწირველი კომპანიის მფლობელი აშშ-მ დაასანქცირა

აშშ-ის მიერ სანქცირებული უცხოური კომპანია ფლობს შპს-ს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტური გამოძიება ამის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოაქვეყნა. რა ვიცით? 2023 წლის 12 აპრილის სანქციების სიაში მოხვედრილია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია LEDRA TRUSTEES LIMITED, რომელიც, „პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ფლობს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორს KRISTA INVESTMENTS

ანა ბუჩუკური - ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს!

ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს! ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ბერდია სიჭინავა - რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორვილაში ჩასვლით? ან რა შედეგის მომტანია mona.ge? - რაც არ უნდა თქვას ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ, ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პარტიები არიან

კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს - ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, „გაჩუმებას ურჩევდა“. „ნაწილობრივ ვეთანხმები [საგარეო საქმეთა მინისტრს], რომ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაჩუმდეს. ი

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 222 მძევლის ყოფნა დადასტურდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება. „ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ჰაგარმა. შეგახ

ოლაფ შოლცი - საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება - ჩვენ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს. “გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ,

ნათია მეზვრიშვილი - ვიყოთ თუ არა პროკურატურის იმედზე იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესია ? - უმოქმედობის კონკრეტული მაგალითები (შოვის ტრაგედიიდან კორუფციამდე) (ვიდეო)

ვიყოთ თუ არა პროკურატურის იმედზე იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესია ? - უმოქმედობის კონკრეტული მაგალითები (შოვის ტრაგედიიდან კორუფციამდე)  რატომ უნდა გვაინტერესებდეს ხვალ დაგეგმილი პროკურორთა კონფერენცია ? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  393748156_800002661924197_1710788318495525994_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ეს 12 რეკომენდაცია რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უკეთესი დემოკრატიული სისტემები შევქმნათ (ვიდეო)

“ეს 12 რეკომენდაცია რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უკეთესი დემოკრატიული სისტემები შევქმნათ, უკეთესი ცხოვრების პირობები შევქმნათ, უკეთესი ინსტიტუციური მოწყობა შევქმნათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება და ეს მოქალაქემ არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ეს არის ევროპული საშინაო დავალებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ევროკავშირი ჯერ შეფასებას, შემდეგ დეკემბერში უკვე გადაწყვეტილებას.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართ

გიორგი გახარია რუსთავში თანაპარტიელებს შეხვდა - „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში  ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის"

გიორგი გახარია რუსთავში თანაპარტიელებს შეხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან.  ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე,   აღმა

"საქართველოსთვის" განცხადება - ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით

კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან? ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხად

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა (ვიდეო)

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა... ცნობისთვის,  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.    გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება.­ თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა“ გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

სერგეი ლავროვი ირანში ჩადის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებ

რომის პაპი - ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით!

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. „ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება. „ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარულ

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს

ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას ეხება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. "ხელისუფლების მორი

ზაზა თავაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იყო ივანიშვილის მიერ დადგმული ორკომპონენტიანი სპექტაკლი, რომელიც დაიწყო საკონსტუტუციო სასამართლოში და გაგრძელდა პარლამენტში (ვიდეო)

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იყო ივანიშვილის მიერ დადგმული ორკომპონენტიანი სპექტაკლი, რომელიც დაიწყო საკონსტუტუციო სასამართლოში და გაგრძელდა პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში ცალსახად წააგეს, რადგან ჩინჩალაძემ როლი კარგად ვერ შეასრულა და ყველა მოსამართლე ვერ გადაიბირა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვერც საქართველოს პარლამენტში შეძლეს 100 ხმის მობოლიზება, შესაბამისად აქაც დამარცხდნენ.”  ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთ

ანა ბუჩუკური - ანტიდასავლური პოლიტიკის გამო საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ" (ვიდეო)

“უცხოელი, დასავლელი კოლეგებისგან გვესმის - თქვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მეგობრები დაგაკარგვინოთ… საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა გვყოლოდა, არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ქვეყნის საგარეო ვექტორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო კი საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ”.  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394

კახაბერ ქემოკლიძე - ქართული საზოგადოება დაიღალა ბიძინაზე და მიშაზე აქცენტირებით, რადგან ორივე საბოლოო ჯამში იქცა წარსულად, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით (ვიდეო)

“ქართული საზოგადოება დაიღალა ბიძინაზე და მიშაზე აქცენტირებით, რადგან ორივე საბოლოო ჯამში იქცა წარსულად, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  394015968_778306420721415_7640041711152801_n.mp4

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სირენების ხმა ისმის

სრაელის ცენტრალურ ნაწილში, 8-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში. ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში რამდენიმე კვირის შემდეგ გაწევრიანდებიან

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Expressen სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ოპტიმისტური შეფასება შვედეთში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დაანონსებული ვიზიტის ფონზე გაჩნდა, რომელიც სამშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ველით, რომ შვედეთის [ნატო-ში გაწევრიანების შესახებ] განაცხადის რატიფიცირება მალე დაიწყება და რამდენიმე კვირის განმავლო

პენტაგონი - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. „ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რე
×
×
  • შექმენი...