16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე - საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო უ
უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სოფელი პოიმა დაიკავეს და დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, პესჩანოვკისკენ წაიწიეს, იტყობინება რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხი „რიბარი“.
„რიბარის“ გარდა უკრაინელთა ამ წარმატებაზე ცნობებს არავინ ავრცელებს – არც ოფიციალური მოსკოვი და არც ოფიციალური კიევი თუ უკრაინული მედია.
სოფლის მდებარეობა ხერსონის ოლქში – რუსეთის კონტროლირებად დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე.
ნეტგაზეთი
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება.
ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება:
„მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტები" და თეონა აქუბარდია ესწრებიან.
საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.
სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
იმპიჩმენტი კანონპროექტის პ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.
იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.
განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას რიგით ფორმატში წარმართავს და მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტმა უარი განაცხადა, მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“
რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?!…
გიგა ფარულავა, ზუგდიდი - პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის"
393487088_349354310800126_7589740491328903681_n.mp4
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ის იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა.
იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქ
პარლამენტი დღეიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება.
"კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “შეკრებისა და მანიფესტაციებს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი.
“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან.
“ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმაში “ჰამასს” ადანაშაულებს.
“მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს და არა ისრაელის თავდაცვის ძალები. ისინი, ვინც სასტიკად მოკლა ჩვენი შვილები, კლავენ საკუთარ შვილებსაც”, – წერს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა, ღაზიდან ისროლეს.
რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმ
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცოს თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებისას შოლცი უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე შენობის თავშესაფარში.
შემთხვევის ადგილიდან კადრებს გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია თავდასხმისგან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. “
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი
არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას.
არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, - წერს ფონ კრამონი.
მისივე თქმით, საქ
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელში შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.
აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა “ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევ
„ოცნებამ“ თვითონაც დაადასტურა, რომ მათ ყველანაირი მცდელობა ექნებათ იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცესი გაიყვანონ ბოლოში, აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია და ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა, როდესაც საქმე ეხება იმპიჩმენტის საკითხს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვითვალისწინებთ რა პრეზიდენტის თხოვნას, ჩვენი გუნდი ხვალ სესიაზე არ შევა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს."
"ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია!
“ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ერთ-ერთი წევრი საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, რომელმაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა!"
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
Facebook: https://www.facebook.com/ber
ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან.
ეს ის “ნაცებია”, რომლებმაც სასამართლო სისტემა გაუძლიერეს “ოცნებას”.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
393383265_161497143641831_8447871072087648282_n.mp4
“ოკუპანტი რუსეთის გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის განთავსების შესახებ, საქართველოსთვის ეს გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება. იმდენი ილაპარაკეთ და იტრაბახეთ ომი გინდათ და მეორე ფრონტის თემებზე, რომ თქვენი ვითომდა პრაგმატული პოლიტიკით მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მართლა რისკისქვეშ დააყენეთ. რეალურად კი, ოჩამჩირეში სამხედრო ხომალდების განთავსება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას და ხელისუფლების არაპრაგმატულ პოლიტიკას.
ქვეყნის ბედ-იღბ
“სად გაქრა ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული? ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერ-მინისტრის თვითქებაი საკვირველი სად წავიდა? ჩიტმა წაიღო?
იცით რატომ ვკითხულობ ამას? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აღტაცებული ლაქლაქით, რომ საუბრობთ და ქვეყანაში გასაოცარ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩაიფუშა ეგ ნარატივი! აგერ საერთაშორისო სავალუტო ფონფის შეფასება ვნახეთ, რომლის მიხედვითაც სომხეთის მაჩვენებლები ქვეყნის, რომელმაც ომი გამოიარა, უსწრებს საქართვრლოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს.”
ბექა ლილუაშვილი, საპარ
სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს - პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არ ყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.
ამასთან, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია.
“მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას
ხაშურში გარდაცვლილი იპოვეს 14 წლის ბავშვი, რომელიც წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი იყო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს სტანდარტულია მუხლია, რითიც შსს გამოძიებას იწყებს, როდესაც ადამიანს გარდაცვლილს პოულობენ.
გარდაცვლილია გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს. 2022 წლის 12 სექტემბერს შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლ