Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა


პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა.

დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო.

გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.

განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატარდა.

სექსისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა „გირჩი“, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ გენდერული კვოტრება ქალებისთვის ზიანის მომტანია.

განხილვის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ორი დღის განმავლობაში ორჯერ მიაყენა ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ახალი კანონის ძალაში შესვლამდე, ჯერ კიდევ მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

კანონპროექტს მხარს არ უჭერდნენ ოპოზიციის ნაწილი და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.

პუბლიკა

publika.ge--1-3.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...