ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპაციაზეც იგივე რეაგირება ჰქონდეს, რაც უკრაინაზე.
გრეგოროვა თანაავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.
საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი ევროკავშირის სიის მიღე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა.
მათივე ცნობით, არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.
ვიზიტის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს: „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადები
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი გამოვიდა.
ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა.
„ნება მომეცით დავიწყო იმით, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, ანა, ფოტიგას და ჩემს ყველა კოლეგას, აღნიშნული რეზოლუც
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.
გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა
დღეს, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით არ მთავრდება გზა ევროკავშირისკენ – მისი თქმით, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია, უკრაინა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო ან მოლდოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტე
მოხევე მარტია პაპიაშვილი, რომელიც „კამარა ჰესის“ პროექტს აპროტესტებს, ყაზბეგის მერთან შელაპარაკებას ადასტურებს, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობს.
„იქ არ იყო პროვოკაციები, რაღაც პროვოცირება… რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მოხდა ერთმანეთში დალაპარაკება, შელაპარაკება და ასე მოხდა, რა…“, — განუცხადა მარტია პაპიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
მანამდე ახალგაზრდულმა კოალიციამ „ხევის თვითმმართველობისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოქალაქეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა კერძო შენობაში კედლის ჩამონგრევას მოჰყვა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ჩავიდა.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიასთან ერთად რუსეთში იმყოფება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ ახიბა.
ავტორი - გივი ბარამიძე
ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში.
„ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომების ფარგლ
ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.
ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწი
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
tbc კაპიტალმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში
23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.
„ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშ
“რეალობა არის ასეთი, ჩვენ არავის არაფერს არ ვეხვეწებით, მით უმეტეს ბარიერის შემცირებას. პირიქით, მეტსაც გეტყვით, ბარიერი შეამცირონ კი არა, დაუბრუნონ ისტორიულ 7%-ს , ეს ჩვენი პარტიისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. დღეს ყველაზე სწორი პოზიცია არის ის, რომ ბრძოლისთვის უნდა ვიყოთ მზად და არსებული სტატუს-ქვო შევცვალოთ.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402662845_280732781629049_6025557352438495780_n.mp4
“ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან და არც 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვაგვარად სტატუს-ქვოს ვერ შევცვლით.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
404709110_1253676515305188_8449929186682426465_n.mp4
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს.
ორგანიზაციის ცნობით, იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწ
მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ქევხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, თუმცა, „ელიტური კორუფციის“ პრობლემა აქტუალურად დგას.
„ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მო
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება.
კერძოდ, დოკუმენტში სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია: იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულების აკრძალვა, თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარის კიდევ უფრო შემცირება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება.
„ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს გადაჭარბებულ ინტერესებზე დამოკიდებულების და მისი უარყოფით ზეგავლენის შემდგომ შემცირებას, გააძლიერებს კონკურენციას,
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი კანონი რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამ
2024 წლიდან, თბილისში, სასკოლო ტრანსპორტს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება ექნება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამის საჭიროება საცობებით ახსნა.
„ვინაიდან ამ ქალაქში, კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა, პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებას, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ საავტობუსე ზოლში გარკვეული პირობებით გადაადგილების უფლება“, — განაცხადა კალაძემ მერიაში
ხვალ, 22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით.
თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები და რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა.
„საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში“ – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკვე ასახულია ევროპარლამენის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
ევროპარლამენტარი მირიამ ლე
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა ხარჯებს.
სახელმწიფო არ დააფინანსებს იმ შემთხვევებს, თუ პაციენტი საკეისრო კვეთის გაკეთებას სამედიცინო ჩვენების გარეშე მოინდომებს. ასევე, არ დაფინანსდება ე.წ. VIP პალატის მომსახურება.
ცვლილება DRG (DIAGNOSIS RELATED GROUP) დაფინანსების მოდელის
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, - წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შა
თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.
მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
იპნ