Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტში, ბექა ლილუაშვილმა "რუსული კანონის" ალტერნატივად "ანტირუსული" კანონპროექტი წარადგინა, რომელსაც "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა


საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმდჯომარე ბექა ლილუაშვილის განცხადება საპარლაენტო ტრიბუნაზე ალტერნატიულ ინიციატივებთან დაკავშირებით.

 

„მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ყველა ახალგაზრდას, ვინც გუშინ აქციიდან, სახლიდან, სოციალური ქსელებიდან იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მომავალშიც დაიცავს. ჩვენ გუშინ ოცნებას შევთავაზეთ მათი გასასვლელი რომ არ მომხდარიყო საზოგადოების დაყოფა, არ მომხდარიყო დაპირისპირება, არ მომხდარიყო სახელდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და ძალიან კარგად ვიცით ეს როგორ აღიქმება რეალური შინაარსი. ჩვენ შევთავაზეთ ოცნებას მიგვეღო ისეთი კანონი, რომელიც უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც მტერს არქმევს მტერს, მეგობრებსა და მტრებს შორის არ სვამს ტოლობის ნიშანს და თუ დამატებით ანგარიშგებაა საჭირო ყველასთვის, უცხოური დაფინანსებისთის, ქართული დაფინანსებისთვის ქმნის ანგარიშგების სტანდარტს. ეს იქნებოდა ერთადერთი და ეს არის ჯერაც ერთადერთი სწორი კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს და არსებობს ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოებში მათ შორის. შესაბამისაც, ოცნებამ გუშინ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, არ ისურვა, რომ წამოუსლიყო ამ შეთავაზებაზე და დღეს ძალიან მკაფიოდ ავხსნი რაზე თქვა უარი ხელისუფლებამ. იურიდიულმა კომიტეტმა სამწუხაროდ გუშინ მხარი არ დაუწირა ალტერნატიულ კანონპროექტებს, ამავდროულად არც ერთი სიტყვა რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება კომიტეტის დასკვნაში წარმოდგენილი არ არის. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ოცნების მიზანი არა გამჭირვალობა, არა რარაც არაკეთილსინდისიერად მოქმედი სახელმწიფოების გავლენების შემცირება, არამედ ევროპის მტრად გამოცხადება და ჩვენი საზოგადოებისთვის იარლიყების მიწებებით მათი დაპირისპირება. პირველი ალტერნატივა არის, ოკუპანტი რუსეთის გავლენების შემცირების შესახებ, მინდა საზოგადოებას მკაფიოდ ავუხსნა რა არის ამ ალტერნატიული კანონპროექტის შინაარსი და არსი. ეს ალტერნატიული კანონპროექტი იმეორებდა საქართველოში უკვე მოქმედი უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტებით განსაზღვრუ სკითხებს და ამ ქვეყნისთვის ისტორიული მტრების და არაკეთლმოსურნე სახელმწიფოების უკვე განსაზღვრულ დეფინიციებს და არა ახალი მტრის გამოგონებას. ასე მაგალიტად, დღევანდელი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნათლად წერია, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოში მოქმედი ეროვნული  დონის დოკუმენტების თანახმად განაგრძობს საქართველოს დეკლარილებული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებას და უპირისპირდება საქართველოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ანუ ჩვენი კონსტიტუციური მიზნის შესრულებას. რა თქმა უნდა ეს ძალიან მკაფიო ჩანაწერია, გარდა ამისა, არიან ოკუპანტი ქვეყნის გარდა ქვეყნები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და ბუნებრივია ალტერნატიული კანონის ობიექტი ვიზეს ის ვრცელდება მოიცავს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთად ყველა ასეთ სახელმწიფოს. გასათვალისწინებელია იმ სახელმწიფოთა ქმედებები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვთ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ასევე, რომლებიც გაეროს გენერალური ანსამბლიის,გაეროს უშიშროების საბჭოს ან ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის სხდომაზე წინააღდეგი იყვნენ რეზოლუციების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების წინააღდდემგ პოზიციას, სწორედ ამ სახელმწიფოებს აქცევს რუსეთთან ერთად უცხოური ძალის გავლენის ნაწილად და განსაზღვრავს შესაბამის პასუხისმგებლობას იმ შემთვევაში თუ ეს სახელმწიფოები მოქმედებენ საქართველოს სუვერენული ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციის საპირისპიროდ და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში. ჩანაწერს, ოკუპანტი ქვეყნის ძალის, რომელშიც შედის რუსეთის ფედერაცია, მის მიერ ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიების ფარგლებს მიღმა შექმნილი ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები, რომლებიც მოქმედებენ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სახელმწიფოთა ინტერესებით, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომლების ფინანსდებიან პირდაპირ ან ირიბად, რომლებიც ატარებენ აქ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ ატარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს და ნამდვილად მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესებს. რომელი ხართ იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ასეთ სუბიექტებს დაეკისროს არა ჯარიმა და არა ერთ სიბრტყეში სიბრყეში მოექცეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, არამედ მათ წინააღმდეგ იქნას სისხლის სამართლებრივი საქმეები აღძრული, დაიწყოს მათი სისხლის სამართლებრივი დევნა, იმის გამო, რომ ისინი არიან ფაქტობრივად მოღალატეები და მოღალატეობრივ საქმიანობას ახორციელებენ.როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ვერასდროს ვერ შეურიგდებიან ამ სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერასდროს შეურიდგებიან მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს, უარს ეუბნებოდეს ასეთი ტიპის კანონს და თუ თქვენ ამ ადამიანების ინტერესებს გამოხატავთ, თუ თქვენ მთელი საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები ხართ ამ პარლამენტში, როგორ შეიძლება თქვენ ამ ინტერესს და მათ დამოკიდებულებებს არ ადასტურებდეთ ამ ალტერნატიული კანონის მხარდაჭერის სახით.

 

მე გთხოვეთ, რომ წარმოგედგინათ ერთი  ინსტიტუცია, ერთი პიროვნება, თუნდაც აი იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც თქვენ იშველიებთ ხოლმე ტყუილით, რომ თითქოს იქაც არსებობს თქვენს მიერ ინიცირებული კანონის მსგავსი, თუნდაც ამ ქვეყნებში ამ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორების, რომლებმაც დაგიდასტურათ, რომ თქვენი თანამოაზრეები არიან, რომ ეთანხმებიან, რომ საქართველოს ისტორიული მტრები დაისტორიული მეგობრები ერთნაირად შეფასდეს და ტოლობის ნიშანი დასვან მათ შორის. პასუხი დღემდე არ მომისმენია და მერე ნუ გაგიკვირდებათ, როცა საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ და ძალიან მკაფიო პროტესტს დააფიქსირებენ თბილისის ქუჩებში, ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენ გეტყვიან, რომ თქვენ მათი ინტერესების გამტარები არ ხართ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ კანონს დაარქმევენ რუსულს და ამით გამოხატავენ იმ პოზიციას, რომ გმობენ ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გატარებას საქართველოში, რადგან ეს შეუთავსებელია ამ ქვეყნის კონსტიტუციასთან და შეუთავსებელია ამ ქვეყნის ინტერესებთან.

 

მთელი დღის განმავლობაში გუშინ ჩვენ ვისმენდით, რომ ხელისუფლებას სურს გამჭვირვალე გახადოს არსამთავრობო, სამოქალაქო სექტორის თუ მედიის საქმიანობა იმ ხალხის, იმ ორგანიზაციების რომელიც უცხოეთიდან რაღაც დაფინანსებას იღებს და მთელი დღის განმავლობაში ერთადერთი რასაც ვისმენდით იყო ის რომ როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იქცეს პრობლემად და როგორ შეიძლება ამას ვინმე ეწინააღმდეგებოდეს. ჯერ, ერთი წლისა და რაღაც თვეების განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებამ ვერ შემოგვთავაზა ვერცერთი პარტნიორი სახელმწიფო, ვერცერთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელების მხრიდან, ისევე როგორც თავად ამ ქვეყნებში მათივე აზრით მსგავსი კანონის ინიციატორების, ერთი ინიციატორის მაინც მხარდაჭერა ინიცირებული რუსული კანონის ირგვლივ. მაშინ როდესაც ერთადერთი თანამოაზრე, ერთადერთი შემქებელი ამ კანონპროექტს ყავს ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდისტები და ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები. 

როდესაც ცრუ არგუმენტით, ყალბი არგუმენტით ხელისუფლება ცდილობს გაყიდოს გამჭვირვალობა, როგორც მთავრ პრინციპად კანონის. სინამდვილეში კანონის მთავარი ამოცანა არის ჩვენი მეგობრების ევროკავშირის და სახვა პარტნიორი სახელმწიფოების მტრებად გამოცხადება და ადამიანებისთვის, ვინც ათეულობით წელია ამ ქვეყნის ინტერესების დაცვის ფარგლებში, ამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. ამ პროცესში ჩართულები არიან ჩვენი მოქალაქეები, აი ამ ადამიანებს უწოდებს უცხო ქვეყნის და სხვა ქვეყნის უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებს, ანუ ფაქტობრივად მათ უწოდებს არა საკუთარი სამშობლოს ინტერესების დამცველებს, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებლებს, არამედ ამ ინტერესების მიღმა რაღაც სხვა გამოგონილი კრების ინტერესების გამტარებლებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა ერქვა წინა ჯერზე უცხოური ძალის გავლენების ძალის შემცირებასთან დაკავშირებით, ამცირებენ მტრების და არაკეთილმოსურნეების გავლენებს. არ ამცირებენ მეგობრების, კეთილმოსურნეების, ქვეყნის ინტერესებში მოქმედი სუბიექტების გავლენებს, მაგრამ მე გეთანხმებით და გუშინაც გეთანხმებოდით, როცა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი მაშინაც გეთანხმებოდით და გეუბნებოდით, რომ კი, თუ მართლა გაინტერესებთ თქვენ გამჭვირვალობა, თუ მართლა გაინტერესებთ ანგარიშვალდებულება, რატომ 20% ? 1% განსაზღვრავს ამ ქვეყანაში კეთილმოსურნე, არაკეთილმოსურნეს ? 19% თუა უცხოური ქვეყნის დაფინანსება არ არის და 81% პროცენტზე ნაკლებია რა არ შეიძლება რომ რუსეთიდან მოდიოდეს არაკეთილსინდისიერი ქმედებები ?ან რა საჭიროა საერთოდ უცხოური დაფინანსება, რა კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ენჯეო ადგილობრივი საფინანსო რესურსებით საფრთხის შემცველი არ არის ?ივანიშვილის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო სექტორი სახიფათო არ არის ამ ქვეყნისთვის ? ან გამოკვეთილად პრორუსული ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საქმიანობა პრობლემა არ არის ? რა შუაშია მედიები? გუშინაც ძალიან მკაფიოდ გითხრეს თქვენ, რომ მათ შორის მედიის წარმომადგენლებმა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით ყველაფერი ისედაც ძალიან მკაფიო გამჭვირვალე და საჯაროა, ხელმისაწვდომია ამავდროულად. ასევე გითხრეს და ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტით ძალიან მკაფიოდ დაგანახეთ, რომ არანაირი სახელდება, არანაირი იარლიყების მიწებება და ხალხის დაპირისპირება მათზე სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლების და მოღალატეების იარლიყები მიწებებით, რაც ეფექტურად და შინაარსობრივად  ესეთ აღქმას წარმოშობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში, აი ამ სახელის მიწებება არ არის საჭირო. ძალიან მარტივად დღეს ნებისმიერი გრანტის მისი წარმოშობის მიუხედავად რეგულირდება გრანტების შესახებ კანონით, აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი, გაიცემა ხელშეკრულების საფუძველზე. გრანტების შესახებ კანონის ძალიან მარტივი ტექნიკური ცვლილებებით შესაძლებელია, რომ ის ყველა ორგანიზაცია, რომელიც დღეს ყოველთვიურად საბუღალტრო ანგარიშგების სამსახურს უგზავნის და ცვლილებები ითვალისწინებდა და თქვენ ხომ ამბობთ, რომ გაინტერესებთ გრანტების მიზანი, გაინტერესებთ როგორ იხარჯება ეს ფული, პირდაპირ წერია აი ამ ცვლილებებში, ალტერნატიულ კანონპროექტში, რომ დავავალდებულოთ ყველა გრანტის მიმღები რომ წარადგინოს ამ სამსახურში გრანტების შესახებ, კონკრეტულად გრანტის მოცულობის შესახებ ინფორმაცია, გრანტის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია, როგორ გამოიყენა ეს ფულადი რესურსები ამის შესახებ ინფორმაცია, ძალიან მკაფიოდ წერია ყველა ის, რასაც თქვენ თვითონ არგუმენტად იშველიებთ და თითქოს დღეს ხელმისაწვდომი არ არის. ეს ცვლილებები ერთ სივრცეში მოაქციოთ და ყველა ამ ინფორმაციასთან და თითოეული ამ მოქალაქისთვის იქნებოდა ძალიან გამჭვირვალე, ისე რომ არანაირი სახელდება, არანაირი დაყოფა, საქართველოს მოქალაქეები რა უგუნურები გგონიათ თქვენ? თვითონ ვერ გაარჩიოს ვის აქვს რაღაც პროპაგანდის მხარდაჭერის სურვილი თუ არ აქვს ?ესე უგუნურად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები ? ამიტომ, თუ თქვენ რეალურად მართლა გამჭვირვალობა გაინტერესებთ და არა მიზანი კიდევ ერთხელ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მათ მიერ განხორციელებული უამრავი კეთილი საქმის, მათ შორის მათი მხრიდან  დაფინანსებული ორგანიზაციების მოღალატეებად შერაცხვა, სხვა ქვეყნის ინტერესების დამცველად და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებლად შერაცხვა, მაშინ დაუჭირეთ მხარი ამ ალტერნატივას და ძალიან მკაფიოდ დააფიქსირებთ თქვენ ამ პოზიციას, ერთი ნაბიჯით უბრალოდ უკან დაიხიეთ და დაიტოვეთ იმის შესაძლებლობა, რომ გუშინ ვინც იდგა გარეთ, ვინც გარეთ არ იდგა მაგრამ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდა, ვინც დღეს დადგება გარეთ ან თავისი საქმის კეთებით დაიცავს, საჯარო მოხელეები იქნებიან, იქნებიან ახალგაზრდები თუ სხვა. დაიტოვეთ შესაძლებლობა ამ ხალხთან ერთად გააგრძელოთ სვლა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, იმიტომ რომ იცით რომ ინიცირებული რუსული კანონის მიღებით უზარმაზარ რისკს ქმნით ამ ქვეყნის მომავლისათვის, უზარმაზარ შეურაცყოფას აყენებთ ყველა საჯარო მოხელის მიერ წლების მანძილზე გადადგმულ ნაბიჯებს ამ ქვეყნის ეროვნული მომავლის გარანტირებისათვის. პირველ რიგში ისინი ხედავენ ამას, პირველ რიგში მათ იტვირთეს ეს, პოლიტიკოსებს კია არა, პირველ რიგში მათ იტვირთეს ტვირთი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანამ გამოიარა და ისინი არიან ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მომტანები, ისინი არიან ამ ქვეყნის მომავლის გარანტორები.

პოლიტიკოსები დღეს არიან, ხვალ შეიცვლებიან და ამავე კონტექსტით კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დღეს შეიძლება ხართ პოლიტიკაში, ხვალ აღარ იქნებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომ თქვენ მხარს დაუწერთ არა ქვეყნის ინტერსებში შემავალ კანონპროექტს, რომლის ძალიან მკაფიო ალტერნატივა თქვენ წინ გედოთ და მხარი დაუჭირეთ არა ალტერნატივას არამედ დაუწირეთ კანონს რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამას ისტორიიდან უბრალოდ ვერ ამოშლით.”

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7362751220512432/

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...