Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    863.279

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სპალეტი: - კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა

იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს. სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა. მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია. პუბლიკა

Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე

ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.

სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე იუწყება. „მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებისთვის,” - წერს ზურაბიშვილი.

ჯონ კირბი: მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა

მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა, მეტი რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ The Hill-ის ჟურნალისტთან კომენტარში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. „მათ საშუალება ჰქონდათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ. მ

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა. „მადლობელი ვარ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქა

ევროსასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2023 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია, სადაც 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე სასამართლო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელ

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯო ბაიდენი: ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან

პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ლიკვიდირებულია 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 158 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1010 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3 458 ტანკს, 6 762 ჯავშანმანქანას, 2 483 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 257 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვ

რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო. ,,ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ ,,ფერადი რევოლუცია" ემუქრება.“ - წერს ვოლოდინი Telegram-ზე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატ

თბილისის აქციების ფონზე, ბჟანიამ ძალოვან სტრუქტურებს პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა. შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ნოდარ ავიძბა; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ სავჩენკო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარ

აშშ-ში გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინო 26 კომპანიამ წარადგინა

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „Vinexpo New York“-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამასთან ერთად, „Vinexpo New York“-ში

ოკუპირებული ცხინვალი თბილისის ,,ცხელ თავებს" აფრთხილებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი კურატორების მიერ პროვოცირებული შიდაპოლიტიკური კრიზისი შეიძლება, მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, საშიში აღმოჩნდეს. „ამას ადასტურებს მომიტინგეების ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრად გასცდა საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისთვის, სამხრეთ ოსეთისა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამ

ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს

ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბიორნ არილდ გრამს. მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. კარგი სიახლე: NASAMS-ის ორი სისტემა დამატებით, პლუს უკრაინული პერსონალის გაწვრთნა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე. იპნ

დიდ ბრიტანეთში მოგზაურებისთვის წინასწარი ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში. ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენ

სალომე ზურაბიშვილისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. „ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ,,ქართული ოცნების“ გუნდს აქვს პოლიტიკური ბუნება, რომელიც არის ჰუმანური. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედთან“ საუბარში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ შეეძლოთ გარკვეული პროცესების გაგრძლება, მაგრამ ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აღქმებს. ,,ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე. ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი - ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანს სიცოცხლე და ჯ

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი - ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინი

ჯუანშერ ბურჭულაძე - წვევამდელებთან დაკავშირებით არსებული არასწორი პრაქტიკა, რომელიც არ ემსახურება ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნის მიზანს, აღარ იქნება

ის არასწორი პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს, როცა წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტების მხრიდან. „ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლე

ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად

ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს. როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობ

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ,,განკითხვის დღის ვულკანი" ამოქმედდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე, ვულკანი ,,მერაპი“ ამოიფრქვა, რომელსაც „განკითხვის დღის ვულკანსაც“ ეძახიან, რადგან მის ამოფრქვევას შეიძლება მოჰყვეს კლიმატური ანომალიები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობა. ლავის ნაკადები კრატერიდან 1,5 კმ მანძილზე ვრცელდება. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს შვიდ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე ვულკანთან მიახლოება ეკრძალებათ. რაც შეეხება კვამლის სვეტის სიმაღლეს, რომელიც ვულკანის შედეგად წარმოიქმნა

უკრაინის მხარდამჭერი სტიკერების გაკვრის გამო ,,დროას" წევრი 5 000 ლარით დააჯარიმეს

პოლიტიკუირ მოძრაობა ,,დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პარტიის წევრი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ხოშტარია განმარტავს, ამის მიზეზი უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ქუჩაში 5 სტიკერის გაკვრაა. ,,5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის. დღეს ,,დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს, ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის ,,თვითნებურად განთავსების" გამო. პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დ

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს. ცოტა ხნით ადრე, ლინეკერმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი ანტიემიგრანტული რიტორიკა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეადარა. საუბარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრავერმანის ინიციატივაზე, რომელმაც წამოაყენა საკითხი, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის თხოვნის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ,  რომლებიც გაერთიანებულ სამეფ

რატი ბრეგაძე - ჯარის საკითხის პოლიტიზირება და ყოვლად მიუღებელი ეპითეტები არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი

მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბრეგაძე აცხადებს, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად. „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. საქ

თეთრი სახლი: სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად

თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“. „მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვე
×
×
  • შექმენი...