Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.684
  • comments
    0
  • views
    822.504

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იუკნევიჩიენე: არ გამოვრიცხავ, რომ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა „დებიძინიზაციის გარეშე” შეუძლებელია. მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია და არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც დაიწყოს მსჯელობა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო”, – განაცხადა მან [„მთავარი არხ

თბილისში სარკინიგზო ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან. „პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. პუბლიკა

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - გამოდით შუშის კოლბებიდან და შედით ოჯახებში!

„დღეს „ოცნება“ მთლიანად სიყალბეზე არის დაფუძნებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბია თქვენი რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყალბია თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით,-ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ შუშის კოლბა გახდა ხელისუფლების დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. „ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ

ანა ბუჩუკური შალვა პაპუაშვილს - დაახლოებით ათ დღეში იწყება სწავლა. სად არის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2022 წელს და რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა?! (ვიდეო)

დაახლოებით ათ დღეში იწყება სწავლა. სად არის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2022 წელს და რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა?! ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/552344054033589/

თეონა აქუბარდია "ოცნებას" - საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად (ვიდეო)

თქვენი მშვიდობაც არის ეფემერული იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად თავის ინტერესებს ახორციელებდა, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად.  თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061486802055114/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას- ნამდვილ ამნისტიას ჩვენი გუნდი არჩევნების შემდეგ დააინიცირებს

„ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ამნისტიის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია. „სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, - აღნიშნა ფედოროვმა. მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართული

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ამნისტიის შესახებ კანონს ე.წ. ზონდერების დასაცავად იღებს - პროექტი სამართლიანობის პრინციპისგან შორს არის

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტი არ არის სამართლიანი - ის არ ეფუძნება დანაშაულის განმეორებით კვლევას, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება და ორიენტირებულია ე.წ. ზონდერების დაცვისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჩაერთვება კანონის განხილვაში და “ქართულ ოცნებას” ამხელს იმაში, რომ რეალურად ამ კანონს ზონდერების დასაცავად იღებს და სამართლიანობის პრინციპისგან ის შო

თეონა აქუბარდია - „ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში

„ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა

თეონა აქუბარდია - რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს,  ხოლო „ოცნების“ მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით აძლიერებს ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დეფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი, როგორც ეს თბილისში მოხდა, პროტესტის შედეგად შეჩერებული ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე., - ამის შესახებ, დეპუტატმა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმ

„უკავშირდებოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგოს, აიძულებდა ინტიმური ვიდეოების გაგზავნას | დაკავებულია 32 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ - მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია

გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევრ

პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს - „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - მჯერა, მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე - თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად

საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც

თეონა აქუბარდია - “ოცნება” გარდაუვალი მარცხის წინაშე დგას, რადგან საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის (ვიდეო)

“ოცნება” გარდაუვალი მარცხის წინაშე დგას, რადგან საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1606220913294818/

სოფიო ხორგუანი - არჩევნებზე უნდა წავიდეთ, როგორც ზეიმზე, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ის ნატვრა და სურვილი ავიხდინოთ, რაზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები

ინტერვიუ უფლებადამცველ სოფიო ხორგუანთან. უფლებადამცველი ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის საარჩევნოდ ადგილობრივების განწყობებზე საუბრობს. - ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას, რა არის თქვენი მთავარი პრეტენზია? - არ უნდა იყოს კონფლიქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო არ უნდა იყოს ის, ვისიც უნდა გეშინოდეს. ის უნდა გეიმედებოდეს, ვისაც შენი პრობლემების მოგვარებას დაავალებ, კი არ სთხოვ, არამედ დაავალებ. ეს არის თანამედროვე სახელმწიფო,მაგრამ ხე

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა. „სი-ენ-ენის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია ჩაატარა დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც ხომალდი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება. კონფისკაციის მიზეზი, გამოცემის წყაროების ცნობით, ისაა, რომ ვაშინგტონმა თვითმფრინავი ამერიკული სანქციების დარღვევით შეძენილად მიიჩნია. თვითმფრინავი „Dassault Falcon 900“ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ღირს. „ეს ნათელი გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ გაექცევა ამერ

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის რეესტრში რეგისტრაციისთვის 469 განაცხადი შევიდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი „იმედის” ეთერში ამბობს, რომ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციისთვის ამ დროის მონაცემებით 469 ორგანიზაციამ მიმართა. მისი თქმით, დღის ბოლოს გააჟღერებენ საბოლოო რაოდენობას იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც სამინისტროს „ნებაყოფლობით” მიმართეს. იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი 5 აგვისტოს აამოქმედა. ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერი იყო. თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებ

დმიტრო კულება - დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გაუუქმონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმის შეზღუდვა

დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გააუქმონ შეზღუდვები ქვეყნის გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ უფლებაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტზე დარტყმის უფლებას, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა და 23 დრონი გაუშვა დღეს დილით ადრე, როცა ხალხს ეძინა. საბედნიეროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ადამიანების სიცოცხლ

ყოფილი ელჩი ამბობს, თუ ვის დაეხმარება ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანა საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. „ჩვენ ერთ-ერთი მთავარი დონორი ვართ საქართველოში. დროთა განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ სამთავრობო უწყებებისთვის გაწეული მხარდაჭერა. და ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფოკუსირებას და ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყანაში შექმნი

ფრიდი: აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ამბობს, რომ აშშ-სა და ევროპას მოუწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაყრდნობით მიიღონ. მისი განცხადებით, „საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ, საქართველოს შესახებ იფიქრონ, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ

პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება

„ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო. კანონპროექტით ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც გორდულაძემ განმარტა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სას

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა. აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში

ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია – კრამერი

„ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ. წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რაც კრამერმა

იან კელი - დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი - სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში!

დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა. ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, თუმ

ზაზა თავაძე - "ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა (ვიდეო)

"ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა.  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1045174107247404/
×
×
  • შექმენი...