Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.236
  • comments
    0
  • views
    698.059

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ლაშხი გლობალური ომის პარტიაზე: მასონების მსგავსი ძალაა, გავლენა აქვთ მსოფლიო პოლიტიკაზე

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტს, The News Agents-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან საქართველოში  მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს მას ასევე ჰკითხეს ე.წ. „გლობალური ომის პარტიაზე”, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ხშირად ახსენებს. ლაშხმა „გლობალური ომის პარტია” მასონებს შეადარა. გთავაზობთ პოდკასტიდან ინტერვიუს ნაწყვეტს, რომლის თარგმანსაც გამოცემა „ტაბულა” ავრცელებს: publika

„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ

„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ პოლიტიკა პუბლიკა11:40, 19 მაისი, 2024   მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ; საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიცირებული, ე.წ “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად,

მაიკლ როთი - სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო - შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა - ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად

ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, - წერს როთი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო

მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს “უცხოელი აგენტების” კანონზე ვეტოს დადების გზით, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში წეეს. „მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, - აცხადებს ედრიენ უოტსონი.   ipn

შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს - ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურს

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ც

“აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ” – აქციაზე ნაცემი აშშ-ს მოქალაქე

13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. “ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და გონება დავკარგე […] ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ აშშ-ში უნდა დავბრუნდ

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. „დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია. მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ში სწავლის გად

ნატალია ყიფშიძე: სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს პროცესია დანიშნული

მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარე

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლა

The Wall Street Journal - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლო სანქციებსაც ითვალისწინებს

საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და

სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციაში დაიბარეს კიდევ ერთი აქტივისტი, ნინო დათაშვილი

აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით. პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა. 222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე ჯგუფური ძალადობის ორ

საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი - დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ძალები საქართველოდან

სტრასბურგში, 16-17 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილმა. „ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელ

საია - თსუ-სთან სტუდენტებს ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ - მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო

საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე. „2024 წლის 18 მაისს, თბილი

"გახარია საქართველოსთვის" - "რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია. რუსული კანონი რუსული მხოლოდ მისი ტექსტის გამო არ არის. ეს კანონი გვაშორებს ევროპას და მივყავართ რუსეთისკენ. რუსულ კანონზე ნებისმიერი კომპრომისი „ოცნებასთან“, როგორც ვეტოს განხილვის დროს, ისე შემდგომ პროცესში, იქნება საჩუქარი დასუსტებული ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ."

ბექა ლილუაშვილი - მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. ამის მიზანია - საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს

სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა ავიცილოთ და ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება, პირველ რიგში ხელისუფლებაზე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლოვაში ომის რიტორიკით აშინებდა ჩვენს მოქალაქეებს და ძალადობისგან დამცველის ნაცვლად ძალადობის მომწყობი გახდა თბილისის ქუჩებში. მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. მიზანია, რომ საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯ

სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - მიუღებელია, მოდიფიცირებას არ ექვემდებარება - გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე ა

ვესაუბრე პრეზიდენტ სანდუს, მადლიერება გამოვხატე საქართველოს მხარდაჭერისათვის – ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. netgazeti

ლანდსბერგისი: თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი. ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გა

ცაჰკნა: საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღ

გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით

ნათია მეზვრიშვილი - რასაც ახლა ჩვენ ქუჩაში ვხედავთ სამართალდამცავების მხრიდან და ზოგადად სახელფწიფო უწყებების მხრიდან, არის ორგანიზებული დანაშაული (ვიდეო)

მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ქუჩაში ვხედავთ სამართალდამცავების მხრიდან და ზოგადად სახელფწიფო უწყებების მხრიდან, არის ორგანიზებული დანაშაული, არ არის უბრალოდ გადაცდომები, ეს არის ორგანიზებული ძალადობა, რასაც ხელისუფლება სჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გაგახსენებთ, ეს პროცესი საიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ერთი მეორის მიყოლებით ეს უწყებები ან უქმდებოდა ან ექვემდებარებოდა

ალექსანდრ დუგინი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს

საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს. „ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას. ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენ

სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს. პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს. ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სი
×
×
  • შექმენი...