„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში.
11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე:
რესპუბლიკის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი
მეტრო 300 არაგველი
მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
2012-ში, როდესაც წინა ხელისუფლება მოიშორა საზოგადოებამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1162942791598719/
სამწუხაროდ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით გადავიდა მასობრივ ტერორზე.
თუ დააკვირდებით, ყველაზე აგრესიული, ბინძური შემსრულებლები არიან ზუსტად ის “ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე პორტირდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”.
ივანიშვილი ცდილობს, რომ გაზარდოს დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა, რომ მერე მიუბრუნდეს ამ ადამიანებს და უთხრას- თქვენ თუ არ დაიცავთ ხელისუფლებას, თუ დავკარგავ ხელისუფლებას, მოგადგებიან და მიგაბრძანებენ იქ, სადაც არის დამნაშავეების ადგილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა.
ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია და მოქალაქეთა დაკავება ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს, მათ შორის ქალები.
„პუბლიკისთვის“ ცნობილია ორი ქალის ვინაობა – თინა ვაშაკიძე, რომელიც „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ის სცემეს და მანქ
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს.
განცხადებაში, რომელსაც დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა და ლატვია ერთობლივად ავრცელებს ვკითხულობთ, რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მათი თქმით, გასული წლის დეკემ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით:
7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.
8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ
სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით ეხმაურებიან.
„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გას
ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება.
მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გამოძიებას დაიწყებს.
„როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალა
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 9 მაისს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. მათ შორის, პოდკასტერი უჩა აბაშიძე.
უწყების ცნობით, ის საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც.
“დაკავებულმა [უჩა აბაშიძემ], სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უ
ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება.
„ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე
“ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, პოლიტიკურ იარაღად უკვე “ოცნება” იყენებს ფიზიკურ ძალადობასაც.
“ოცნება” გაგრძელებად იქცა იმ ხელისუფლების, რომლის დამარცხებაშიც , საქართველოს მოქალაქეების მოწადინებით, თავადვე იყო ჩართული 2012 წელს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com
სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლ
„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას თავს დაესხნენ.
როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ და ცემეს.
მისი თქმით სავარაუდოდ მხარი და თითი აქვს ამოვარდნილი.
როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა.
პუბლიკა
პარტია „ახალის” წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ.
მისი თქმით, თავდამსხმელები სადარბაზოსთან ელოდებოდნენ.
„როგორც მეზობელმა მითხრა, ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ორი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი – მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული ისე მოქმედებდნენ. მე და ჩელე ერთად წამოვედით, მასაც დახვდნენ სახლთან და მეც. მგონია, რომ ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანა სწრაფად მოუყენეს“
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე: "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.
მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.
გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Minis
ოჯახის და მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა და მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ასევე მათი ცნობით, შენობაში არ უშვებენ მის ძმებს.
უჩა აბაშიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა.
„პუბლიკა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახალდება.
პუბლიკა
ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა. ფაქტია, დღეს, არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ - არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული.
"ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქ
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ. მაგრამ გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებზე უნდა იდგეს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებისა და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. Quo vadis (ლათ. საით მიდიხარ), საქართველო?”, – წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ “X”-ზე.
გუშინ, 8 მაისს, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამარ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს.
„ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.
როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
მიხეილ სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობია, მან თავის თავს მიხედოს. არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება, ზუსტად ისეთივე მშვიდობიანი მეთოდებით გავუშვებთ ხელისუფლებიდან „ოცნებიდან", როგორც ეს ქართველმა ხალხმა 2012 წელს გააკეთა.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745449201088037/
ძალადობა არის სისუსტის დამახასიათებელი, თქვენ, როგორ ფიქრობთ 60%-იან პარტიას ეს სჭირდება?
პოლარიზაცია რა თქმა უნდა არის ამოცანა, მაგრამ პოლარიზაცია იმ შემთხვევაში გამოდიოდა, როცა ვთქვათ, მეორე მხარეს ჰყავდათ “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს მეორე მხარეს არის სრულიად საზოგადოება.
ვფიქრობ, რომ “ოცნების” შიგნით არის ძალიან სერიოზული რყევები. ამ პროცესს ჰყავს ერთი წარმმართველი, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მთელი თავისი სიგიჟეებით, ილუზიებით, რაღაცა გამოგონილი სამართლიანობი