როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას არ ჰგავს და პირიქით, „ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოც
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და „ყველასთვის გასაგებია, რომ საქმე არა მხოლოდ ერთი კანონის მიღებას, არამედ ბევრად სისტემურ პრობლემას ეხება“.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მათ [პარტნიორებს] ვითარების სირთულე ძალიან კარგად ესმით“.
„ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იყო. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალი
"ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს ხელშია. ცალკე აღებული გარე ფაქტორი ვერაფერს მოაგვარებს, საჭიროა შიდა წნეხის გაგრძელება. მხოლოდ კომპლექსური მიდგომების პირობებშია შესაძლებელი არ დავკარგოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და საბოლოოდ არ გავანადგუროთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, რაც რთული იქნება ცხადია. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა - 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიმეოროთ 2012 წლის 1 ოქტომბერი. თუ ვერ მოვახერხეთ შიდა და გარე წნეხის ერთდროულად გამოყენება, შესაძლოა
"ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეები უკვე დააპირისპირა. მის მოდიფიცირებას აზრი არ აქვს. ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომლითაც შეიძლება აიხსნას, რატომ დააინიცირა "ოცნებამ" ხელმეორედ ეს კანონი. საამისოდ შიდა პოლიტიკური ფაქტორები არ არსებობს. ანუ არის რაღაც გარე პოლიტიკური ფაქტორები, რასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, გვიმალავენ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნა
"ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება, ეს არის ახლა რაც ხდება. ის ადამიანი, რომელიც ამათ ალაპარაკებს, დამალულია.თუ ვინმე იცავს ამ ქვეყანასა და ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო. ის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო ეუბნება "ოცნებას", რომ, თუ ამ კანონს მიიღებთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობა, როგორც ადრე, ისე ვეღარ გაგრძელდებაო. თურმე ახლა სუვერენიტეტს იცავენ... ვისგან იცავენ, ევროპელებისგან იცავე
"დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა ადეკვატურობას კარგავს. ეს არის დღეს, რაც ემართება "ოცნებას". ბოლო რამდენიმე წლის და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში "ოცნებას" ადეკვატურობა სრულად აქვს დაკარგული. მათი ქმედებები უკვე ანალიზს არ ექვემდებარება, ამიტომ არიან ასეთი სახიფათო. მეტიც, "ოცნება" იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაშია, რომ მათ ძალაუფლების ლეგიტიმური გამოყენების უფლება, სისტემურ ტერორში ერევათ. მაგალითად - ცემა, თავდასხმები, ადამიანების დევნა, სატელეფონო ზარები... სასაცილოა, უკ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
შსს-ის ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცრაზმელების მიერ მოქალაქის ცემის კადრებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლება დარღვევებზე”, – ნათქვამია განცხადებ
იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. სხდომა ერთ წუთსა და 6 წამს გაგრძელდა – 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:16-ზე დაიხურა.
რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დარიგებული ჰქონდათ რედაქტირებული ვერსია, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კენჭი უყარა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მესამე მოსმენაზე კენჭისყრის შემდეგ კანონპრო
ხელისუფლების მოვალეობა არის მოქალაქეების დაკვეთის, სიტყვის შესრულება და არა ცალკეული ადამიანების დავალებების შესრულება. ეს აღარ ესმის ამ ხალხს, მათ უკვე ლეგიტიმაცია აღარ აქვთ, ფაქტობრივად რა პოლიტიკური რესურსი გააჩნდათ გაანიავეს.
მოვუწოდებ ყველას, პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ დაუშვან, არ დაარღვიონ აი ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოხდეს ძალადობა, მუქარა მოქალაეების მიმართ, ეს არის კატეგორიულად მიუღე
პარტია "გახარია საქართველოსთვის":
"ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.
გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა.
ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენე
"როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ ყველა უმოქმედო უწყებისთვის მისი ვალდებულებების შეხსენებას. ყველაზე არასახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ჯერიც დადგა.
მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ძლივს გაინძერით, უსუსტესი განცხადებით. დღეს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალხს დაემუქრა. თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ თქვენმა კომპეტენტურმა თანამშრომლებმა, რომლებთანაც წლები ვთანამშრომლობდი, იციან 222-ე მუხლის შინაარსი. მათვე კარგად იციან, რომ თქვე
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული.
განცხადებს ხელს აწერს:
ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ასოციაცია მერკური
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
განათლების და განვითარების ცენტრი
თ
სამედიცინოს სტუდენტებმა დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათს გაფიცვას შეუერთდებიან. მათ დადეს საჯარო ფიციც და თქვეს, რომ არასდროს ერქმევათ, რუსეთის ექიმები.
ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გადავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში; ვფიცავთ, ვფიცავთ, ვფიცავთ”, – აღნიშნეს მათ.
პუბლიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 4-წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით საერთო სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან.
გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრალური უნივერსიტეტებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.
გაფიცვას უ
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, როემლშიც ნათქვამია, რომ ისინი საერთო სტუდენტების პროტესტს უერთდებიან.
გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.
პუბლიკა
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ.
გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტია და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.
პუბლიკა
„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.
პუბლიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ “არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის მცდელობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონის დაინიციირებულ ვერსიაში ცვლილებები შევიდეს, საზოგადოებაში დაბნეულობას გააჩენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ
„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგსაც და თქვა, რომ კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსული იყო.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ.
„მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილა
გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.
„ძალიან სასაცილოა, როცა პო