თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ტ.-მ 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - ბრალდებული პირი დაკავებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშ
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ მათი თქმით, “ტექნიკურ ხარვეზს”, რომლის შედეგადაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან დილიდან სიმღერები ისმის და აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ აპარატების მუშაობაზე პასუხისმგებელი, საკითხს სწავლობს.
სატრანსპორტო კომპანიაში ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. ისინი ჯერჯერობით ვერ აფასებენ მოხდარს ჰაკერულ თავდასხმად.
დილიდან ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ის სიმღერები და განცხადებებ
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TV Imedi-მა გამოაქვეყნა ყოფილ პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიაზე ძალადობრივი დავდასხმის მანიპულაციურად დამონტაჟებული ვიდეო, რითაც გაავრცელა ტყუილი, დეზინფორმაცია.
მანამ, სანამ TV Imedi არ გადმოგვცემს მის ხელთ არსებულ სრულ ვიდეომასალას გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ, ისინი არიან ამ დანაშაულის თანამონაწილე.
შესაბამისად, არ არიან მოწვეული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგზე."
ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალი პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს და შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ.
აქუბარდიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან 12 დღიანი შიმშილობა მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამა
დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგ
"მწოლიარე დედას უვლიდა ბინაზე (ეს უკვე ცალკე სისტემური ტრაგედია - გმირების საჭიროება ჩნდება იქ, სადაც სისტემებია გაუმართავი), დაიჭირეს და მალევე დედა გარდაიცვალა. რამე დაშავდებოდა რომ სამაჯური შეებათ და ისე მაინც დაეტოვებინათ სახლში?
უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?!
პირიქით, ბოდიშს უნდა უხდიდე სახელმწიფოს წარმომადგენელი შენს მოქალაქ
მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ
სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია.
„სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ.
დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამა
მსახიობი ნინო კასრაძე ამბობს, რომ ახლაგაზრდებს, რომლებიც თვეებია უწყევტად აპროტესტებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აქვთ ლეგიტიმური ბრაზი. მსახიობმა მიმართა მშობლების თაობას და მოუწოდა, დადგნენ მათი შვილების გვერდით, იყვნენ მათი ფარი.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის წარდგენისას კასრაძემ თქვა, რომ როცა ითხოვენ ამავე თეატრის მსახობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ითხოვენ პროვეროპული დემონსტრაციების მონაწილე ყველა პირის გათა
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა“ ანდრო ჭიჭინაძისა და საპროტესტო აქციის ფარგლებში სხვა უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა.
მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან ანდრო ჭიჭინაძის წერილი წაიკითხა:
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წი
აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა.
დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი,
მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.
კახა კინწურაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, „ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება იმისთვის, რომ თავი ჩავხარ
„სამართლიანი არჩევნები“, ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6 პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარადგენს.
ცესკოში რეორგანიზაცია 2024 წლის 16 დეკემბერს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და ოფიციალურ მიზეზად „ინსტიტუციური განვითარება“ და „ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა“ დაასახელა, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს
„ბათუმელების“ ცნობით, თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქ
პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, - ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დარბევა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გა
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაეფორმებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის დასრულების შესახებ, რადგან ივანიშვილი უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია.
ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილთან სხვადასხვა პერიოდში პროკურორები და მოსამართლეები დადიოდნენ, მათ შორის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში რეფორმა მიმდ
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძეც ესწრება.
ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე ა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა.
2024 წლის 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა.
ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით.
საიას მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მიმ
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაიცავენ ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს.
2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა.
ისფედი წერს, რომ ამ მიზეზის მიუხედავად, თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან.
ისფედის ცნობით,ახალი საშტატო ნუსხის მიხ
“შერატონ ბათუმი” მომხდარი დანაშაულის, შემდეგ კი მტკიცებულებების განადგურების თანამზრახველია . დაველოდებით გამოძიებას, შეძლებენ თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას და საქმის გამოძიებას. არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1646863152888132
თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597854116286392
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე.
Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„დაინტერ