Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.603
  • comments
    0
  • views
    307.931

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიან მოწოდებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან. თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე. წერილს 22 ოქტომბერს

ბერლინში ათასობით მოქალაქე შეუერთდა ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციას

22 ოქტომბერს ბერლინში ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა აქციას, რომელიც სოლიდარობას გამოხატავდა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიმართ. ირანში გამოსვლებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა. ბერლინის პოლიციის ცნობით, შუადღისას აქციაში 37 000-მდე პირი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და ირანის ლიდერების მიმართ კრიტიკული განცხადებების ამსახველი პლაკატები, რომელთაგან ბევრს ინგლისურ და გ

მეორე ოქრო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი: გიორგი ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო...   ფინალში მან ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა და დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა. შეჯიბრის ფინალურ ბლოკში რამდენი

საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ესპანეთი საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში

ესპანეთი აცხადებს, რომ 14 საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იმ ფონზე, როცა ნატო განაგრძობს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების პირისპირ. ეს ინიციატივა ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის მიერ ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მადრიდი მზად იყო უახლოეს დღეებში ბულგარეთში რვა საბრძოლო თვითმფრინავამდე განეთავსებინა. ესპანეთის განცხადები

მიხეილ სააკაშვილი - ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამოვრიცხავ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამორიცხავს. „თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებ

დმიტრო კულება აცხადებს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა

იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ანტონიო ტაიანის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ვთხოვე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტაიანისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დედაჩემის მიერ განხორციელებულ დილის ზარზე მოვუყევი, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისადმი მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისადმი იტალიის სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყოს. ძლიერ გადაწ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ - რუსეთის არმია ბრძოლის ველზე აგებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი, ასევე ბერისლავიდან ევაკუირებულია ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი

რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “რუსეთის საოკუპაციო არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ტოვებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას. გახშირდა „მაროდიორობისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ მთლიანად დატოვა ჩარივნესა და

სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 წლის გოგო გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპე­რა­ცია ქუთაისის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 4 დღის წინ გა­ი­კე­თა. ის სახ­ლში იყო გაწერილი, თუმცა წუ­ხელ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რა დრო­საც ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გამოიძახეს. 23 წლის გოგო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­რ მო­ხერ­ხდა. გლანდების ოპერაცია კლინიკა "გიდში" ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპე­რა­ცი­ამ­დე პა

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა Telegram-ზე წერს. „სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე“, - აცხადებს მერი. მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„დიდი შვიდეული“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას გმობს და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის გადაცემას მოითხოვს

„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების განმეორებით გატაცებას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადასცეს ზაპოროჟიეს სადგურზე სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას“,

ესპანეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ბულგარეთსა და რუმინეთში გამანადგურებელ თვითმფრინავებს გაგზავნის

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 გამანადგურებელ თვითმფრინავს გააგზავნის. როგორც მედია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ოფიციალური მადრიდი ექვს Eurofighter-ის თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს ბულგარეთში, ადგილობრივი ძალების საწვრთნელად, ნოემბრის შუა რიცხვებისა და დეკემბრის დასაწყისის პერიოდში გააგზავნის. 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, ესპანეთის რვა F18M საბრძოლო თვითმფრინავსა და საჰაერო ძალების 130 პერსონალს რუმინეთში ნატო-ს „

ლიკანში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა. ცნობისთვის, გუშინ, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდ

გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, 167 ათასი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდი“, Stinger 500 საზენიტო რაკეტა, 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350 ათასი დეტონატორი ასევე დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა. ამას გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღ

ომის შესწავლის ინსტიტუტი - რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან

რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება დატოვეს, ქალაქ ბერსლავიდან კი ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის ძალები შემაკავებელი მოქმედებებისთვის ემზადებიან

ავსტრიაში გარდაიცვალა ენერგეტიკულ სასმელ Red Bull-ის შემქმნელი

ავსტრიაში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის შემქმნელი და „ფორმულა 1“-ის გუნდ Red Bull-ის მფლობელი, დიტრიხ მატეშიცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარებაში. მატეშიცმა თავისი სამეწარმეო კარიერა დაიწყო სხვადასხვა ევროპულ კომპანიებში, მაგრამ წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე შეიტანა Red Bull, რომლის გაყიდვაც ტაილანდელ პარტნიორთან ერთად დაიწყო. კოფეინსა და ტაურინზე დაფუძნებული სასმელი თ

ჯაბა სამუშიას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თსუ-ს რექტორის არჩევნებში

თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების "აწევას" აპირებს მოვალეობის შესრულების ექვსთვიან ვადაშივე, რომლის გასვლის შემდეგ, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „თუ მე ავწიე ის, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში მინდა, რა

წყაროთა ცნობით, ბორის ჯონსონმა დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო არჩევნებში მონაწილეობისთვის

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, რაც საკმარისია საიმისოდ, რომ მან თავისი კანდიდატურა წამოაყენოს პარტიის ლიდერის და მთავრობის მეთაურის პოსტებზე - ამის შესახებ ბრიტანეთის მედია იუწყება, ჯონსონის საახლობლო წრიდან წყაროზე დაყრდნობით. ბიბისის გამოთვლით, კანდიდატების შესახებ თავ-თავიანთი მხარდაჭერა საჯაროდ გამოაცხადა 357-დან 201-მა კონსერვატორმა დეპუტატმა, და მათგან მხოლოდ 53-მა დაუჭირა მხარი ჯონსონს. ჯონსონის

ღალატის ბრალდებით დააკავეს უკრაიანის ბოლო „წითელი დირექტორი“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში დააკავა სააქციო საზოგადოება „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში. „მოტორ სიჩი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში. „მოტორ სიჩი“ აწარმოებდა ძრავებს „Ми“ ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც ადრე რუსეთიც ყიდულობდა. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებდა ძრავებს თვითმფრინავებისთვის "Ил", "Ан" და სხვა.

ნათია მეზვრიშვილი: "გადავამზადეთ გამომძიებლები, პირველივე ძალადობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გავხადეთ, გავზარდეთ სასჯელი რეციდივზე, გავამკაცრეთ გენდერული ნიშნით ძალადობაზე სასჯელი"

- Tekla Kenteladze ქალბატონო ნათია, თქვენი პოსტი გავაზიარე გუშინ და დამიწერეს რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც ეს სისტემა შექმნა. მე არ ვიცნობ თქვენს საქმიანობას დეტალურად, ამიტომ ვერაფერი ვუპასუხე. არის სადმე ინფორმაცია იმაზე თუ რა გააკეთეთ ამ სისტემის ფარგლებში მდგომარეობის გამოსწორებისთვის? განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში - Natia Mezvrishvili გრძელი ისტორიაა, მოკლედ ვიტყვი: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა იყო გავრცელებული და სამართალდამცავები

დღეს იუსტიციის საბჭოს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ - კანდიდატებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არიან წარდგენილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ. მოსამართლეთა რიგით 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი მოსამართლე წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. კანდიდატად მოსამართლეებმა დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

ოლენა ზელენსკა: უკრაინაში ჩვენი სიცოცხლის დასაცავად ვიბრძვით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკის თქმით, მისი ხალხი თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში. "ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით... ჩვენი გეგმის ჰორიზონტი შესაძლოა ერთი, ან ორი დღე იყოს - ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან ზეგინდელი" - უთხრა მან აუდიტორიას 22 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ზელენსკამ აღნიშნა, რომ წინა ღამით განახლდა რუსეთის ძალების ცეცხლი უკრაინის დედაქალაქზე. "ჩვენ მუდამ სხვა ად
×
×
  • შექმენი...