Jump to content
Planeta.Ge

ლიკანში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა


ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

ცნობისთვის, გუშინ, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 30-მდე ადამიანი სასტუმროებში გადაიყვანეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...