Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ - რუსეთის არმია ბრძოლის ველზე აგებს


უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სირთულეები შეუქმნას ჩვენს დაცვას. უკრაინელები გაერთიანებული არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები ყოველდღიურად, ხაზს ვუსვამ, ყოველდღიურად წინ მიიწევენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე აგებს და უკან იხევს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...