Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული დრონი ჩამოაგდო


უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...