ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გაუგზავნოს, - ინფორმაციას TheBalticTimes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკეტი ძირითადად შედგება დრონების, პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ზამთრის ფორმებისგან.
„უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს. ჩვენი დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინიდან მიღებულ თხოვნას დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს“, - განაცხადა ესტონეთის
უკრაინელებმა წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ.
„ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. ხალხის ძალის) მიერ „უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში.
ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა
იანვარში რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,89%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანია BD-GROUP-ის ექსპერტებმა სააგენტო Lente.ru-ს განუცხადეს.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენაზე რუსების მხრიდან მოთხოვნა, 2022 წლის იანვართან შედარებით, 47,39%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში პოზიტიურმ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ცრუ დილემას” უწოდებს იმას, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს.
ამის შესახებ მან დღეს, პირველ მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა ელჩების ინიციატივით პარლამენტში გაიმართა და სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს შეეხებოდა.
საუბარია კანონპროექტზე, რომლის მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღ
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი 7-9 მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ამ განზრახვის რეალიზებას ლაზარე გრიგორიადისის საქმით აპირებენ. ლაზარე გრიგორიადისი ბრალდებულია აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში.
ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ წერს, რომ საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ისროლა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი”. ამასთან, ირღვევა მის
რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ იუწყება.
„ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ბავშვები ახლა უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღება ესაჭიროებათ.
იპნ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC-ი ავრცელებს.
„ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა „Today“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში.
ამასთან, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რ
ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg ევროკავშირის შიდა დოკუმენტსა და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსეთის გავლით საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რომელიც შესაძლოა, თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში იქნას გამოყენებული ან რუსეთს წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაში დაეხმაროს. ამასთან, არსებობს ინიციატივა, სანქციები დაუწესდეს იმ ტა
,,დემოკრატიის ჰაბად“ მონათლულ წალენჯიხაში პარტიული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გახლეჩილ და ისედაც ორ პოლუსად ქცეულ საზოგადოებაში ეს ამბავი ვერავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი მთავარი გარემოება. საქმე ის არის, რომ აქ ერთმანეთს არა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთა ებრძვის.
დაპირისპირება, რომელიც ნაციონალებში ჯერ კიდევ მათი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამ
კობახიძის ტყუილებიდან, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებული 12 ტყუილი ალბათ ტომებად შეიძლება გამოიცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მეზვრიშვილის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძე მეორე ვადით აირჩია, აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა და ნაცმოძრაობასთან გარიგებით საბჭოში ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები აირჩია.
თბილისის მერიის განცხადებით, ყალბია ინფორმაცია, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათებს უფასოდ მიიღებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ყალბ ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ და იყენებენ მერიის ლოგოს.
დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.
„ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.
პარტიის დატოვების იმ
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა.
ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დე
დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს.
სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.
სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გაეროში დიდ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დღეს, 15 მარტს განახლდა.
"2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372,3 მლნ აშშ დოლარი (985,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103%-ით (188,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გასული
ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა.
„რა მოხდა და არაფერი. მოხდა ის, რაც ნორმალურად ხდება ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკაში. ჩვენ ბოლო კონტაქტი გვქონდა 9 მარტს, როდესაც მან შემატყობინა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, — განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ტვ პირველს“.
„ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ სამსახურს თითქმის ხუთი
29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.
„30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტე
ავტორი:თამთა ჯიჯავაძე
დღეს, 15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან დაგეგმილია აქცია - "უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს".
აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შექმნეს პეტიცია „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“. პეტიციას უკვე 6000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების ა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. ოფიციალური მიწვევა მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან ერთი თვის წინ მიიღო და ვიზიტთან დაკავშირებული თანხმობისთვისაც მთავრობას დაუყოვნებლივ მიმართა.
საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში ვიზიტზე ნებრთვა კი გასცა, თუმცა მას წინ ისეთი მოვლენები უძღოდა, რამაც ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამგზავრება ეჭვქვეშ დააყენა. მმართველი გუნდის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით
გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.
მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი.
„ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფ
ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებ
ხმაური და დაპირისპირება იყო ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს.
როგორც ადგილობრივები „ტვ პირველს“ ეუბნებიან, საჭიროა გზის რეაბილიტაცია, რადგან გზაზე გადაადგილება არის რთული, იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სკოლებში ვერ დადიან ბავშვები.
„გზა არ არის… ბავშვები სკოლებში რომ გავუშვათ მაგის საშუალება არ გვა
ჩვენი მთელი არჩევნების ლოგიკა იქნება, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ.
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
387865751_283249344595359_4908914085069773437_n.mp4