Jump to content
Planeta.Ge

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა


დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

„ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.

პარტიის დატოვების იმავე მიზეზს ასახელებს დეპუტატი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო კომენტარშიც.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ 2021 წლის 9 იანვარს დაფუძნდა და დავით ზილფიმიანი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. იმ დროისთვის უკვე პარლამენტის დეპუტატები იყვნენ ამ პარტიის დამფუძნებლები - ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე, ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი. ისინი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით მოხვდნენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...