Jump to content
Planeta.Ge

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი და მათგან 306 სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა


გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნაანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.

მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი.

ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფელში ფაქტობრივად აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 514 ოჯახი. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორცენერგო პრო ჯორჯიასასევე, ,,სოკარ გაზისჯგუფები და ინტენსიურად მუშაობენ, რათა მალე მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება, ეს არის ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლები. რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. ჩვენ დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პრემიერ -მინისტრმა დააანონსა. რეგიონში საკმაოდ ბევრი სკოლა აშენდება და გარემონტდება”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...