Jump to content
Planeta.Ge

ნანა ტოხვაძე - ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა


ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთრომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტიასტრატეგია აღმაშენებლისპოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაცქართული ოცნებასასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია დაპაუზებულია, რაც მოსწავლეებსა და მშობლებს უდიდეს დისკომფორტს უქმნის.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წევრებს აღნიშნული ვითარება პრობლემას არ უქმნის, რადგან მათი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში იღებენ განათლებას

კორუფცია, უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სასკოლო განათლების მიმართქართულ ოცნებასტრადიციად ექცა. გასაგებია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თქვენი შვილები ძვირადღირებულ კერძო სკოლებში დაგყავთ და მსგავსი პრობლემები პირადად არ გაწუხებთ, მაგრამ, როცა სხვისი შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა გაკისრიათ და თაობები ასე გაწირეთ, როგორ გყოფნით თავხედობა, რომ მშობლებს მიმართოთ, გაგებით მოეკიდონ თქვენს უპასუხისმგებლობას.

ბატონო მინისტრო, ვერ მოვეკიდებით გაგებით წლობით დაკეტილ და ნაგავსაყრელად ქცეულ სკოლის ტერიტორიებს! თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ ვერც მოსწავლეების, ვერც ოჯახების და ვერც მშობლების საჭიროებებს, თუმცა ძალიან კარგად ხედავთ საკუთარი პოლიტიკური გუნდის და გარემოცვის ბიზნეს ინტერესებს,მოგებულ მრავალმილიონიან ტენდერებსა და ჯიბის გასქელებას მომავალი თაობის გაუნათლებლობისთვის გაწირვის ხარჯზე.

ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი სკოლა გვაქვს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა სკოლაშია გადანაწილებული! თბილისის საჯარო სკოლების გაჭიანურებული და ხშირად 4-5 წლით გადადებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 000-ზე მეტ მოსწავლეს დაარბენინებენ ტრანსპორტით სამ და 4 ცვლაში 30 წუთიან გაკვეთილებზე დასასწრებად. რა დააშავეს ამ ბავშვებმა? ან იმ მშობლებმა, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ სასკოლო ასაკის და ყველა სხვადასხვა ცვლაში უნდა ატარონ. ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი?!

ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ჩაისეირნეთ უზნაძის ქუჩაზე და გაერკვიეთ ჩუღურეთის #23- 1300-ზე მეტ ბავშვიანი სკოლა გასულ წელს რომ დააცლევინეთ, რა ვადებში უნდა მოწესრიგდეს, დღემდე რატომ არ არის დაწყებული არანაირი სამუშაოები? ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა. თუ თავად არ იცით, მე მოგაწვდით დედაქალაქის ათეულობით გამოკეტილი და დანგრეული სკოლის მისამართს, რომ ადგილზე მიბრძანდეთ, გაერკვეთ ვითარებაში და პასუხი აღირსოთ წლობით მომლოდინე ბავშვებს და მშობლებს“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 წყარო: EPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...