10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაა
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა „შეშფოთებას“ იწვევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას.
ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მკაფიოდაა აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა „შეშფოთებას“, -
ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები არ ითვალიწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ყველას, ვინც განაგრძობს ამ ამანათების გაგზავნას და ჩვენი საელჩოების დატერორებას, ვთხოვ, მოდუნდეს, არ დახარჯოს თავისი დრო და ფული საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო ეს უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს შეშინებას ა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი შეძლებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას.
ამის შესახებ მან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ განაცხადა.
“სრულიად დარწმუნებული ვარ იმის აუცილებლობაში, რომ ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობებით, განაგრძოს უკრაინის დახმარება. ევროკომისიამ ამ მხრივ წინადადება გააკეთა: 18 მილიარდი სასწრაფოდაა საჭირო და რაც შეიძლება მალე უნდა იქნას შეთანხმებული. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ვისურვებდ
საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, გაუქმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრი კასიანოვთან დღეისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. როგორც საელჩოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ანდრი კასიანოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, საელჩოში დარეკეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
რადიო თავისუფლება შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცდილობს.
დღ
ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას, - ამის შესახებს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.
მისი თქმით,
უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის ფონზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დროებითი აკრძალვა მოეხსნას თუ არა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰაი ვარგამ დაადასტურა თავისი მთავრობის პოზიცია, რომ ის არ ემხრობა უკრაინისთვის სესხის მიცემას.
მინისტრებმა, რომლებიც უნგრეთთან ჭიდილში არიან, 6 დეკემბერს გადაწყვიტეს, დღის წესრიგიდან მოხსნან
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) 8 დეკემბრიდან ტელეკომპანია „დოჟდის“ არა მხოლოდ სამაუწყებლო ბადიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიის სატელევიზიო პროგრამებზე წვდომა შეიზღუდა Youtube-ის პლატფორმაზე.
როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა Delfi-ს ეთერში განაცხადა, „დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტების ლატვიაში დარჩენის საკითხს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგარეო საქ
ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სთხოვს, გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. ამის შესახებ მან ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს.
“თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ?” , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ცდილობდნენ, რეგიონზე
„რუსთავი არის კარგი მაგალითი, რეალურად რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებით მოვიდა, ისიც ვერ მოუხერხებია, რომ წყალმომარაგების პრობლემა არ იყოს ამხელა ქალაქში.'' ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ვიდეო იცილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2014994972022429
ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ახალგაზრდებს გავუზიარე გამოცდილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს კითხვა-პას
"რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვდგით ფეხი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა,მას შემდეგ ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები, ვიმუშაოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და პროდუქტიულად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია წერს.
"ეს რამე თავის მოსაწონებელი, განსაკუთრებული არ გახლავთ და ამიტომ არ ვამბობ,ეს უბრალოდ ჩვენი აუცილებელი ვალდებულებაა.
ვიცით ასევე რომ, საქართველოს რამდენ
"მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებუ
სწორია, რომ მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით. ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, როგორიცაა საქართველო, მიიღეს ეს ლტოლვილები და მათი რიცხვი იქ ძალიან მაღალია. სხვადასხვა შეფასებით, ეს 100 000-ს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქნის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
მისი თქმით, ლატვიისთვის ნათელია, რომ ეს ხალხი არა ომის, არამედ მათი ომში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან და ეს სულ სხვა რა
ანდრეი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო ის გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის რწმუნებულის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ომში მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და მშვიდობას შეინარჩუნებენ.
"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8287 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედე
ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც.
შესაბამისი მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ.
მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, რომელთა აქტიური საქმიანობა ახლა იწყებს კვლავ აღდგენას, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.
სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატი
საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო ინსტიტუტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 10 ოქტომბერს მიმართა წერილობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა.
სლავიანსკში ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
„ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა ყველას, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს.
„ახლ
სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ნამდვილად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან მიიღო შეთავაზებები, რომლები