Jump to content
Planeta.Ge

Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად


ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეომიმართვაში, რომელიც Politico-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანი იქნებიან მომავალ წელსაც, მაგრამ უკვე მშვიდობიან დროს. ზელენსკიმ ნომერი პირველი უწოდა უკრაინის არმიას.

უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპაში.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ადამიანად გამოაცხადეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა, Time-მა და Financial Times-მა. ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა ზელენსკის უწოდა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...