საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალება
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრ
ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს გარემონტებული ჭერი განახლებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.
ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურ