Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.200

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკავშირის საბჭო - უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბ

სოფო ხორგუანი: "გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ"

"მოსაზრება, რომ მტრობა და შუღლი მხოლოდ ქართველებს ახასიათებს, არასწორია!"   "ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.   - ქალბატონო სოფო, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ინერტულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არა აქვს? - ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართველ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია აღარ აქვს. ამის დასტურია თუნდაც

ირანმა მაღალი რანგის უკრაინელი დიპლომატი იხმო დრონებით თავდასხმის შესახებ კომენტარის გამო

ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო,

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9,329,690 ლარს შეადგენდა და 4,040,051 ამერიკულ დოლარს უდრიდა. 2016 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით კი, სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 9,866,334-ია, ხოლო აშშ დოლარში - 4,422,580. რაც შეეხება 2016 წლის მარტის მონაცემებს, სახელმწიფო საგ

კირილ ბუდანოვი - უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, ამისთვის აუცილებელია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება. ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“. „ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდ

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - რა სფეროში საქმიანობენ სუბიექტები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ. ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული

კელიაში ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, გარდაიცვალა. წინამძღვარს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 50%-მდე სხეულის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ხანძარი კელიაში 16 იანვარს გაჩნდა. IPN

აზერბაიჯანმა ირანიდან გაიყვანა საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა ირანიდან საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია. საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები თეირანიდან ბაქოში სპეცრეისით 29 იანვარს, ღამით ჩაიყვანეს. აზერბაიჯანული სააგენტოს, Trend-ის ცნობით, თეირანი დატოვა საელჩოს 53-მა თანამშრომელმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, საელჩოში დარჩა 5 ადამიანი, რომლებიც დიპლომატიურ საქმიანობას არ განახორციელებენ და მხოლოდ საელჩოს შენობის და მისი ქონებ

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან. ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა,

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე. ასევე - 44 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკს, სხვა მიმართულებებით კი, თავს იცავს.   უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ბახმუტში, უგლედარსა და დონეცკის ოლქის სხვა მიმართულებებზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის თავდაცვის გარღვევას მუდმივად ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ხალხს არ ითვლის და მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, შეტევების მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს.

„ვაშინგტონ პოსტი“ - ამერიკულ „აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ამა თუ იმ გზით ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ აშშ-მა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი „ლეოპარდების“ გაგზავნაზე უარს იტყოდა. გამოცემის თანახმად, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიის სიუჟეტს ეხმაურება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში. ამასთან, უწყების განმარტებით, გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპა

2022 წელს გაცემულია 10 822 მშენებლობის ნებართვა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროც

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლენივკაში ჩადენილი მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება

6 თვის წინ რუსეთმა ოლენივკაში საშინელი ტერაქტი განახორციელა. ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი წააგებს ამ ომს, რადგან ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება. „ჩვენ არ დავუშვებთ ამ დანაშაულის დავიწყებას, გვახსოვს ყველა მოკლული უკრაინელი მეომარი. ვმუშაობთ ყველა იმ პირის დასჯაზე, ვინც მათ სიკვდილზეა პასუხისმ

„ბიბისი“ - ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა.   ავტ

პელეს ლეგენდარულობა ერთ იშვიათ ფოტოზე #1TVSPORT

პელეს კარიერა – დიადი მოვლენების წყებაა, მაგრამ არის ერთი ფოტო, რომელიც იდეალურად იჭერს „ფეხბურთის მეფის“ ლეგენდარულობას. „დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან მივდივართ პელეს საყურებლად“, – წერია მექსიკის ქალაქ გვადალახარას ძველი თეატრის აფიშაზე. ეს ფოტო მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის დღეს არის გადაღებული. ბრაზილიამ მაშინ მსოფლიო პირველობა მოიგო. პელემ ეს მესამედ გააკეთა და დღემდე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში სამი ტიტულით. ფინალში ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა იტალია. პელემ

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება

2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან. პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა, არც 26 პროცენტი არის იდეალური, თუმცა, 36 პროცენტთან შედარებით, მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის. დეპ

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, საჭიროა, დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ამიტომ საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა. „ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით. „უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხო

მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 40-ზე მეტი დრონი - თავდასხმის სამიზნე იყო კიევიც

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. "დ

დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება

2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და დღეიდან ძალაშია.

დღეიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნა
×
×
  • შექმენი...