Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.185
  • comments
    0
  • views
    736.008

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თავდაცვის მინისტრი - ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, გმირია

ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. „ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ე

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის. „ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს

ოლივერ ვარჰეი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სა

უმრავლესობა მზადაა, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს - დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უთხრა. "არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩე

რომის კაფეში სროლის შედეგად სამი ქალი დაიღუპა

სამი ქალი მოკლეს რომის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად, კიდევ ოთხი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო. BBC-ს თანახმად, კაფეში იმყოფებოდნენ რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები. რომის მერის, რობერტო გუალტიერის განცხადებით, მომხდარის გამო ის დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლამდე ის ყველას მო

პარტია "საქართველოსთვის" შენიშვნები და რეკომენდაციები ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით

გთავაზობთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ შენიშვნასა და რეკომენდაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აკაკი გვიანიძე წერს.  მისი თქმით, 2026 წლის ჩათვლით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ქუჩების დაპროექტება, რაც სწრაფად მზარდი ქალაქისთვის კატასტროფულია. "ახალ დასახლებებში (განსაკუთრებით ხიმშიაშვილის, აეროპორტის, კახაბრისა და სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულებში

ვოლოდიმირ ზელენსკი - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინელი ბავშვების შეფარებისთვის, ისევე როგორც, უკრაინული ქალაქებისთვის „ასობით გენერატორის“ მოწოდების გამო. „აღინიშნა თურქეთის მხარდაჭერა “მარცვლეული უკრაინიდან“ ინიციატივის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაოები და მარცვლეულის დერე

დენის შმიგალი - სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი. „ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყველამ უნდა აგოს პასუხი ვლადიმირ პუტინის ჩათვლით"

ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი სიტყვებით, აუცილებელია, მთელს მსოფლიოს ეუწყოს აზრი, რომ აგრესია მოგებას ვერ მოუტანს აგრესორს. „პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ ფრონტზე ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ და დანარჩენებს სულ კენწერომდე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით,“ თქვა კლევერლიმ. BBC-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო-პ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება. „კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ლიდერმა ქალაქ სამსუნში ვიზიტის დრო გააკეთა. „იმედი მაქვს, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ბოლოჯერ ჩვენი სახელით“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ის ესტაფეტას ახალგაზრდებს გადასცემს. თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „სამართლიანობა და განვითა

2024 წლიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორ

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. შესაბამის ცვლილებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მ

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. ამა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებული გამოძიების გათვალისწინებით, რობერტა მეცოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, რომელიც დელეგირებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ვიცე-სპიკერს. მანამდე კაილი საბერძნეთში საკუთარი პარტიიდან გარიცხეს. შეგახსენებთ, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი

ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიეცემათ

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ მიეცემა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც მას აქამდე არ გააჩნდა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შეეძლება ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც

ლიეტუვის პრეზიდენტი - ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია

ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ბელარუსის საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიეტუვაში უკრაინული მარცვუელის ტრანსპორტირების შესახებ წინადადება სანქციებიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა. უკრაინული მარვლეული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უკვე მიდის ბალტიის პორტებში. ეს ხაფანგია. მოდით მას თავი ავარიდოთ”, - წერს ნაუსედა. ცნობისთვის, პარასკევს ბელარუსმა შეატყობინა გა

საქართველოს პრეზიდენტი - საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა მთავარი ენერგიაა, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება. „ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან - სისტემაში მწვავ

ქალაქ ტვერში ნაძვის ხე „რუსეთის მტრების“ ფიგურების გირლანდით მორთეს

რუსეთის ქალაქ ტვერის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს ქაღალდის ფიგურების გირლანდით, რომელზეც გამოსახულია „რუსეთის მტრების“ სახეები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.   „რუსეთის მტრების“ სიაში მოხვდნენ ასევე მომღერალი ალა პუგაჩოვა, მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ლაიმა ვაიკულე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის წინააღ

უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში 11 დასახლებულ პუნქტში მოვიგერიეთ რუსეთის ჯარის თავდასხმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრე შტუპუნი ომის 291-ე დღეს აჯამებს და ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლებულ პუნქტში.   გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ისევ არსებობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს. როგორც ბორელი ამბობს, ანკარა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება და მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. მათი ცნობით, აღნიშნული სპეციალობა კლასიფიცირდება პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორში, ISCO-08 გამოცემის მიხედ

საავტორო უფლებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ

საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა. კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვ
×
×
  • შექმენი...