Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.185
  • comments
    0
  • views
    736.002

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება, რამაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს - კლინიკები გადატვირთულია

საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვი

ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა

უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წინადადება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 10 დეკემბერს წერილობითი პროცედურით დაამტკიცეს და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა. დახმარების პაკეტი 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სტრუქტურულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. თა

მიხაილო პოდოლიაკი - ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის - ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია

ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ეს უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. „ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაც

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას. როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონ

გიორგი გახარია - არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი, თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული

არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკაში არ მოხდება, პროგრესი არ იქნება. „არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. თუ არ იქნება უზრუნველყოფ

უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.   ავტორი - თეა აბსარიძე

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

"სანდროს მშობლები გავხდით... ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს..." - ქეთი მელუა დედა გახდა

მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პატარა სანდროს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა: "ეს საუკეთესო თვე იყო. ახლა ჩვენ სანდროს მშობლები ვართ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, სიყვარული არასდროს ყოფილა ასე ძლიერი... თუმცა ტანჯვაც ნამდვილია! ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორის, და ჩემი პატივისცემა ასევე მარტოხელა დედებს. და მოფერება სულ სხვაა..."   როგორც ცნობილია, ქეთის პირველი ოჯახი ცნობილ სპორტსმენთან დაინგრა და მეორე ქორწინებ

უკრაინელებმა 10 ირანული „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. „10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ -

მიხეილ დაუშვილი - მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება

იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე და მომავალ აქციებზე - ამით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე - თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებს, ოპოზიცია აქციებს აანონსებს. დაუშვილის თქმით, ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზეა

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის

რუსეთში 12 წლის ბიჭი სამხედრო კომისარიატში დაიბარეს

რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში, სამხედრო კომისარიატის უწყება 12 წლის ბიჭმა მიიღო. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „სიბირ რეალიი“, სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ს ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ადრესატი ექვემდებარება პირველად სამხედრო აღრიცხვას, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ რუსეთის კანონის შესაბამისად. „სიტუაცია ასეთია: 12 წლის ბავშვმა მიიღო უწყება ქალაქის სამხედრო კომისარიატიდან. თუკი მეხსიება არ მღ

ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ განცხადებას გამოცემა „დელფი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კოროსტელევი შავ სიაში შეიყვანეს ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით. როგორც „დელფი“ წერს, კოროსტელევი საქართველოში მუშაობდა. მას არ აქვს ლატვიის ვიზა ან ბინადრობის უფლება, ამიტომ ლატვიის ხელისუფლებას მისი პასუხისგებაში მიცემა არ შეუძლია. მ

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სტატისტიკური მონაცმებით, ყველაზე მეტი – 3,5 მილიარდი ევრო ბელგიამ გაყინა. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით. ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ა

„ნიუ იორკ თაიმსი“ - იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რუსეთთან რეალურია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ. „საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წა

საქართველოს საპატრიარქო - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი არ იგეგმება

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სე

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა დრონების ერთობლივად წარმოებასაც აპირებს. მათივე ცნობით, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიე

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „რუსებმა ორ თემს დაარტყეს - ნიკოპოლსა და მარგანეცს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზიანდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა დაშავდა», წერს რეზნიჩენკო. მისი თქმით, ქალაქში 11 მრავალსართულიანი და კერძო

უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს და მტრის 4 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის პლოსჩანკას, ნევსკოეს, ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის იაკოვლევკას, ბახმუტსკოიეს, პოდგოროდნოიეს, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, დრუჟბაბე, პოდუმოვკას, და ნოვომიხაილოვკას

ბელგიაში კორუფციის საქმეზე დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული სულ მცირე, ოთხი ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, წერს გამოცემა Politico. ბელგიის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გამოცემა Le Soir-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს

ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”, -

ანრი ოხანაშვილი - არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ - რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" კვალს

არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კან

ბექა ლილუაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყანა პოლიტიკური კორუფციის, ნეპოტიზმის სავანედ გადააქცია, სადაც, ხელისუფლება ქმნის ანტიკორუფციულ, "დამოუკიდებელ" სააგენტოს, კორუფციის გამოძიების უფლებამოსილების გარეშე, სადაც საკრებულოებში მერები უბრალოდ არც კი დადიან იმისთვის, რომ გააქარწყლონ კორუფციული ეჭვები, არ დ

ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუჩიდან ვიდეოჩართვისთვის

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ. 8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29-მდე იმოქმედებს. მათივე ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა
×
×
  • შექმენი...