Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.882

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს

ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბიორნ არილდ გრამს. მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. კარგი სიახლე: NASAMS-ის ორი სისტემა დამატებით, პლუს უკრაინული პერსონალის გაწვრთნა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე. იპნ

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამ

დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება

უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა. „ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა. დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე

Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე

ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.

სპალეტი: - კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა

იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს. სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა. მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია. პუბლიკა

ელეონორა არჩაია - არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. “არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, რო

IDFI: 2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 24%-ით გააუარესეს - რომელია ყველაზე დახურული და ღია უწყებები

2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია. ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. რაც შეეხება ყველაზე ანგარ

სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს

დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის

უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წე

ანა ბუჩუკურის ჩართვა Deutsche Welle -ზე (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: "რამდენიმე წუთის წინ Deutsche Welle -ზე. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის!", - წერს ანა ბუჩუკური.  332189072_158000687117434_4926562113538278110_n.mp4

NGO-ები აცხადებენ, რომ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას და ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, 2015 წლიდან როგორი იყო მათი თანამშრომლობა პარლამენტთან და რა რეფორმები განხორციელდა პროექტის ფარგლებში. მათი თქმით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაობს. „რეფორმები

მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი

112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ

მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ტექნიკური

თავდაცვის სამინისტრო - ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; „თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექ

დიმიტრი პესკოვი რუსეთის მოქალაქეებზე - უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ. „არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს ა

დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა. კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“. პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩ

ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქართულად ეხმაურება

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. „გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი. ipn

EU-მა საქართველოში ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა. წარდგენილი განაცხადი უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სურსათის უვნებლობას, გარემოს დაცვას და სხვა საკითხებს.  "ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი

„ტექნიკური ხარვეზი იყო“ - დიმიტრი სამხარაძე რუსული კანონპროექტის მხარდაჭერაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო. დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

ნათია მეზვრიშვილი - ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნებამ რუსული კანონპროექტის „წინააღმდეგ ხმა არ მისცა“,  პოლიტიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ: ხელისუფლებას თავის განზრახვაზე - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები - ხელი არ აუღია.  როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ოცნება ისევ არ აპირებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.  "კარგია, რომ კანონპროექტი ოფიციალურად ჩავარდა, მადლობა ყველას ბრძოლისთვის, მ ა გ რ ა მ უმნიშვნელოვანესი დეტ

ირაკლი კობახიძე - ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, გაიგეს იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტმა თავისი 3 მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგმა“. ამასთან, კობახიძემ „ხალხის ძალას“ კანონპროექტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა. „ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობ

ბექა ლილუაშვილი -„ოცნების“ დეპუტატებს მოგიწოდებთ, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის ნება, განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი

„ოცნების“ დეპუტატებს მოგიწოდებთ, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია - აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება, განიხილეთ ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი, - ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა მოიგეს საქართველოს მოქალაქეებმა და ახალგაზრდების მკაფიოდ გამოხატული პოზიციით შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაი

შალვა პაპუაშვილი - ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ცნობად არის მიღებული ინიციატორების მიმართვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით და ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია. „განსახილველ საკითხებში დაემატა კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით. საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირე

პარლამენტის ბიუროს სხდომა 40 წამს გაგრძელდა

პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა ე.წ. ამერიკული კანონის თარგმანის და, ასევე პირველი ვერსიის უკან გაწვევაზე. ამის შემდეგ დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან. "ქართული ოცნების" განცხადებით, უმრავლესობა მას ჩააგდებს. საზოგადოებრივი პროტეს

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ოვაციებით შეხვდნენ

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ: „ჩვენ ვართ ევროპა!", "საქართველო". ამასთან, ისმის ტაში. სიტყვით გამომსვლელმა, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადეს. ამასთან, კვლავ ისმის, შეძახილი: "არა რუსულ კანონს". IPN
×
×
  • შექმენი...