Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.369
  • comments
    0
  • views
    708.198

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - მივესლამები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას, ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს

ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, შავი ზღვა ევროპული ხდება, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. „მივესლამები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშ

ოლივერ ვარჰეი - ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის, ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს. „ყოველთვის მახარებს, როცა ჩვენი გეგმების ხორცშესხმას ვხედავ. ევროპის 17 მილიარდიან ევროიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური - მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმ

კახეთში საბავშვო ბაღის 15-მდე შენობა დემონტაჟს ექვემდებარება - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

კახეთის რეგიონში, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საბავშვო ბაღების ნაწილი ინგრევა, ზოგი კი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მათი დემონტაჟია საჭირო. ამის შესახებ წერია დასკვნებში, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მუნიციპალიტეტების და კვეთით მოამზადა. ლაგოდეხის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2022 წელს ექსპერტიზის ბიუროს საბავშვო ბაღის ოთხი შენობის მდგრადობის შემოწმება დაავალა. დასკვნის თანახმად, ოთხივე შემთხვევაში ბაღები დემონტაჟს საჭიროებს. ლაგოდეხში სოფელ ბა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ი იუწყება, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე. 16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი

ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის მოკვლა უბრძანა – მასმედია

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერ, რამზან კადიროვს კიევში სამთავრობო შენობების დაკავება და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს უკრაინის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მომზადებულ მასალაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, კადიროვის როლს ეძღვნება. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსთან“ საუბარში კატე

35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ელისოს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია. ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რისთვისაც თქვენი გვერდში დგომაა საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე: „თიბისი“: GE77TB7918345061100045 „საქართველოს ბანკი“: GE43BG0000000528295889 მიმღები ელისო გაფრინდაშვილი.

კლაუს იოჰანისი - წყალქვეშა ელექტროკაბელის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელი, ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტის მხრივ თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე შეიტანს წვლილს ამ რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებასა და ზრდაში, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავ

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - ოთხმხრივი შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯან-საქართველოს და ევროპას შორის, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა. მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვ

უნგრეთის პრემიერი - მე რომ 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილი როკ-ენ-როლია, რომ შავი ზღვის ფსკერზე ყველაზე გრძელი კაბელი იდება

მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს - მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებულ

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული

ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა - ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გ

კლიჩკო: კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა, წყალმომარაგებაც აღდგა

კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მერის ცნობით, დედაქალაქში აღდგა წყალმომარაგებაც.  გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს, საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას, დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, სამწუხაროდ, არის ზიანიც

მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად, რისთვისაც პრეზიდენტი უკრაინელ მეომრებს მადლობას უხდის. „სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭ

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მაინც მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ამასთან, ო

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით

აშშ მზადაა უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობა მიაწოდოს

შეერთებული შტატები მზადაა, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. sportall.ge-ს ინფორმაციით, ტალახაძემ ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა. ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია. გუშინვე, 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი გიორგი ჩხ

პენტაგონი უკრაინაში მიმდინარე ომზე - ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან

პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის განცხადებით, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკას კურირებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება. „24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში, როდესაც დაინახეთ რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, მე ვიტყოდი, რომ „ჯაველინი“ და „სტინგერი“ იყო კრიტიკული საშუალება უკრაინელებისთვის ამ თავდაპირველი შეტევის მოსაგერიებლად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, უკრაინი

ადვოკატის ცნობით, კაცმა ქუთაისში საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.

„გზა მუნიციპალიტეტებში ერთმმართველობისკენ“ – რას ცვლის “ქართული ოცნება”

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკრებულოსა და მერისთვის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ საკრებულოს დათხოვნას ითვალისწინებს. ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვნად დაააკნინებს საკრებულოს როლს და ადგილობრივ თვითმმართველობას მმართველი პარტიის ვ

CNN - FIFA-მ უარით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობაზე გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით. წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფ

იუსტიციის მინისტრი ჰააგაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებთთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართველი ხალხის სიმართლე“. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იქნა მოპოვებული. „ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად მოგილოცავთ ყველას, რადგან გადაწყვეტილების შემდეგ და მთელი გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა ოთხი ადამიანის ბრალეულობა, რომელიც იყო მოწინააღმდეგე მხარეს და კი

თავდაცვის მინისტრი - სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის მანძილზე 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.
×
×
  • შექმენი...