Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.369
  • comments
    0
  • views
    708.203

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტად ეს კადრები ასახავს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ მმართველობის მე-10 წელს

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო, პაციენტის თანხმობის გარეშე ეს ცალსახად, არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რისი თქმა სურდა ამ კადრებით ხელისუფლებას. "როცა ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ამტკიცებ რაღაცას, ამორალურობასთან ერთად არის დიაგნოზი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ერთი, რაც დავინახეთ, არის მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქ

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. მიღებულ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 201

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე, ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უაკნონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებულ

დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება | ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, კადრების კავრცელების გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მე-7 დასკვნა გამოქვეყნ

აზერბაიჯანის პრემიერი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყნის ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში. ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე გა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. როგორც გამოცემა იუწყება, დახურული მოსმენისას საქმის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა გეგმებში შედიოდა ბუნდესტაგის შტურმით აღება და კანცლერის მკვლელობა. ჩხრეკის ოპერაციის დროს კი, სამართალდამცველებმა 40 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია ამოიღეს. ასევე ნაპოვნია გაუთქმელობის შესახებ 100-ზე მ

ბექა ლილუაშვილი - სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი - ჩატარებული და ჩასატარებელი არჩევნების შედეგების მოსაპარად

ამასობაში, სანამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომას, "ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა და განიხილა 2 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ორივე საარჩევნო კონტექსტის მქონე, ერთი - ჩატარებული არჩევნების შედეგების მოპარვისთვის, მეორე ჩასატარებელი არჩევნების მოპარვისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.      მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ოცნებამ ყოველგვარი

ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაქომ აღნიშნული სარკინიგზო პროექტი ანკარასთან ერთად 2017 წელს დაიწყო და ტვირთების გადაზიდვას წარმატებით ახორციელებს. 1ტვ

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ​​განაცხადი ოფიციალურად წარადგინა

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელს აწერენ კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი, პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი და პარლამენტის თავმჯდომარე გლაუკ კონიუფკა. ამასთან, როგორც სააგენტო „დოიჩე ველე“ იუწყება, კოსოვოს, როგორც ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მიერ ამ განაცხადის წარდგენა უფრო სიმბოლური ხასიათისაა და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი ბუნდოვანია. მედიის ცნობით,

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. ბანკის თანამშრომლებმა თავდამსხმელს თანხა გადასცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.   ავტორი - ბელა ზაქაიძე

ევროპარლამენტი - ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე - რეკომენდაციას ვუწევთ ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების სისტემურ გადაწყვეტას

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებ

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გარკვეული დათქმით დაწესების შესახებ შესწორებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გარკვეული დათქმით მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეზოლუციის მეხუთე შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. „[ევროპარლამენ

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა. რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხე

კელი დეგნანი - საქართველო-აშშ-ის მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით, ვიხსენებთ განვლილს და ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ

აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გამოფენის, „საქართველო და შეერთებული შტაბები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ გახსნაზე განაცხადა. დეგნანის განცხადებით, აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, შეენარჩუნებინა სიმტკიცე და ქვეყანაში დაემკვიდრებინა სტაბილური დემოკრატია. „3

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - ამ ეტაპზე „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვა

ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესზე თავად სააკაშვილის დისტა

კახა კალაძე სააკაშვილზე - ეს არის სიმულირება - ჭამოს, დალიოს და წონაში არ დაიკლებს

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია - ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად

„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს

„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს. საზღვაო ქვეითი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. საზღვაო ქვეითი მიმდინარე წლის მარტში, მარიუპოლის დაცვისას დაიჭრა მძიმედ და რუსეთის ტყვეობაშიც იმყოფებოდა. ფოტო: FC SHAHTAR ბათუმელები

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა. „სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ შობა, უფრო თავმდაბალი საჩუქრებით და მოდით, დანაზოგი უკ

კახა კალაძე - თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ

თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. როგორც კალაძე აღნიშნავს, „ბოლო დღეებში საოცარ განცხადებებს ვისმენთ“. „ერთ-ერთი ადვოკატიც გ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა. როგორც მედია წერს, ზელენსკი ისტორიაში, მეორე უცხოელი ლიდერია, რომელსაც ახალი ზელანდიის პარლამენტისთვის ოდესმე მიუმართავს. უცხო ქვეყნის მთავრობის ერთადერთი მეთაური, რომელმაც ახალი ზელანდიის პარლამენტს ზელენსკიმდე, 2011 წელს სიტყვით მიმართა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო. ზელენსკიმ ახალ ზელანდიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშვიდობას და გაერთიანდეს იმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გა

შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ვიხილეთ დებატები, რომელიც ევროპისგან დაცლილი იყო

ჩვენ ვიხილეთ დებატები ევროპარლამენტში, რომელიც თავისი არსით ევროპისგან დაცლილი იყო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებენ. მისივე შეფასებით, არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ. „ევროპარლამენტში გამართული დებატები დაცლილი იყო ევროპისა

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

დღეს, 14 დერეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. კემბერს, ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი ს

სვენ მიქსერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს, რაც პოლიტიკურ ძალებს განსხვავებების დაძლევის საშუალებას უნდა აძლევდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. „პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალე

გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.   ავტორი - ს
×
×
  • შექმენი...