რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტექნიკა უკვე მათ რეგიონში მოძრაობს.
Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ,,ვაგნერელები“ ლიპეცკის ოლქის ელცის რაიონში.
ამავდროულად, ლიპეცკის ოლქში სპეცტექნიკით გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ამ თხრილებმა როგორმე აჯანყებული მებრძოლების მოძრაობა შეაფერხოს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ქალაქების, ჩაპლიგინსკისა
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მესამე დღეა გაგრის მუნიციპალიტეტში დაკარგულ რუსეთის მოქალაქე ქალს ეძებენ.
როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, თვითმხილველების თქმით, მოსკოველი ტურისტი, რომელიც სოფელ ალახაძიში ისვენებდა, 9 ივლისს, მდინარე ბზიფის დინებამ გაიტაცა.
მის ძებნაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლებიც არიან ჩართული, რომლებიც ზღვაში კატარღებით გადიან. მათ მუშაობას შტორმი და ზღვის მღვრიე წყალი აფერხებს.
აფხაზ
გულიდან სისხლისა და უჯრედების მოშორების შემდეგ რჩება შემაერთებელი ქსოვილის „ჩონჩხი“. ტეხასის გულის ინსტიტუტის მეცნიერი დორის ტეილორი ამ „გულ-მოჩვენებას“ ღეროვანი უჯრედებით, ჟანგბადითა და სისხლით ამარაგებს – შედეგად იზრდება გულის ახალი ქსოვილი. ასზე მეტი საცდელი გული მზადაა გადასანერგად. – პატრისია ედმონდსი
ფოტო: ტეხასის გულის ინსტიტუტი
National Geographic Magazine საქართველო
სიონის ტბაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 15 წლის მოზარდის სიონის ტბაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ მაშველები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.
უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდება წარუდგინეს.
საუბარია თაღლითობასა და უკანონო გზით მოპოვებული საკუთრების ლეგალიზაციაზე (ე.წ. გათეთრებაზე).
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დადგინდა, რომ 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ მის მიერ
თბილისის ზოოპარკი facebook-ზე რამდენიმე დღის წინ ზოოპარკიდან გაქცეულ მამკაკის ისტორიას ჰყვება. როგორც ადმინისტრაცია facebook-პოსტში აღნიშნავს, ვოლიერიდან გაქცეული მაიმუნი უკან მალევე დააბრუნეს, გაქცევის წინაპირობა კი ასეთი იყო:
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებები, ხოლო ჯანდაცვისა და
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშ
დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში.
ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენ
რა საჭიროა გარემოსდაცვითი განათლება?
რუსუდან თევზაძე - პარტია #საქართველოსთვის განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი
"მწვანე ზონა"
10000000_291400693261172_5610078392353772858_n.mp4
რუსეთის ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დააკავა ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდნენ.
მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ ამ დანაშაულის უკან კიევი იდგა და უკრაინის სპეცსამსახურები თვითეული მკვლელობისთვის დაკავებულებს გარკვეულ თანხას ჰპირდებოდნენ. ეფ-ეს-ბე-ს განცხადებით, დაკავებულებმა ბრალი “აღიარეს”.
თუმცა გამოცემა “ინსაიდერი” ნეონაცისტურ გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულები
მოვა დრო, როცა ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, დღეს გლოვის დღეა, მხოლოდ მწუხარებით შემოიფარგლება, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება.
„ქვეყანას ძალიან მძიმე დღეების
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ.
„როგორც კი სწავლება დასრულდება (თვითმფრინავები იქნება) ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება",
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება.
„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკ
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
‘’ყვავილე
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თაღლითურის სქემის შესახებ, რომლითაც ადამიანებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ.
სცენარი ყველა შემთხვევაში მსგავსია: რუსულენოვანი ადამიანი რეკავს სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებთან, ეუბნება, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და იმისთვის, რომ არ დააპატიმრონ, უნდა გადაურიცხოს თანხა. სიტუაციაში გარკვევის მცდელობას მოჰყვება პოლიციითა და პატიმრობით მუქარა, ან აქცენტირება ადამიანის სიცოცხლეზე – “ჯერ თანხა გადმორიცხეთ
მიშა ჩვენთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის, დამნაშავეა. ცინიზმია ის, რომ მიშას, რომელმაც სისტემური ძალადობის მექანიზმები შექმნა, საზღვრის კვეთის გამო ასამართლებენ და სამართლიანი სასამართლოს არქონაში ისეთივე დამნაშავე მიშაც, როგორც ბიძინა, რომელმაც მურუსიძის სასამართლო გადმოიბარა.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572811909106870
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება.
„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა.
როგორც მედია წერს, ზელენსკი ისტორიაში, მეორე უცხოელი ლიდერია, რომელსაც ახალი ზელანდიის პარლამენტისთვის ოდესმე მიუმართავს.
უცხო ქვეყნის მთავრობის ერთადერთი მეთაური, რომელმაც ახალი ზელანდიის პარლამენტს ზელენსკიმდე, 2011 წელს სიტყვით მიმართა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო.
ზელენსკიმ ახალ ზელანდიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშვიდობას და გაერთიანდეს იმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გა
ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი.
მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.
თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" ეთამაშება.
მატჩის 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" დააწინაურა.
ავტორი :გიორგი ღვინიაშვილი
kvara-451359.mp4
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ, აღმოს