Jump to content
Planeta.Ge

მესამე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეს ეძებენ


ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მესამე დღეა გაგრის მუნიციპალიტეტში დაკარგულ რუსეთის მოქალაქე ქალს ეძებენ.

როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, თვითმხილველების თქმით, მოსკოველი ტურისტი, რომელიც სოფელ ალახაძიში ისვენებდა, 9 ივლისს, მდინარე ბზიფის დინებამ გაიტაცა.

მის ძებნაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლებიც არიან ჩართული, რომლებიც ზღვაში კატარღებით გადიან. მათ მუშაობას შტორმი და ზღვის მღვრიე წყალი აფერხებს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ტურისტი ქალი გუდაუთის რაიონის სოფელ აგარაკში გულის შეტევით 10 ივლისს გარდაიცვალა.  

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...