Jump to content
Planeta.Ge

,,ვაგნერელები" უკვე ლიპეცკის ოლქში არიან


რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტექნიკა უკვე მათ რეგიონში მოძრაობს.

Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ,,ვაგნერელები“ ლიპეცკის ოლქის ელცის რაიონში.

ამავდროულად, ლიპეცკის ოლქში სპეცტექნიკით გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ამ თხრილებმა როგორმე აჯანყებული მებრძოლების მოძრაობა შეაფერხოს.

როგორც რუსული მედია იუწყება, ქალაქების, ჩაპლიგინსკისა და ლებედიანსკის  შესასვლელები ,,დაბლოკილია" და ამ მიმართულებით მოძრავ მძღოლებს თხოვენ, ალტერნატიული შემოვლითი მარშრუტები მოიძიონ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...