Jump to content
Planeta.Ge

ალიევის ადმინისტრაცია სომხებს მოუწოდებს, „აწიონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ“


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება.

სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებითმოლაპარაკებების დაწყებისშესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის, რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით. თუმცა, მათ ყოველ ჯერზე უარი განაცხადეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ევლახში შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს. თუმცა, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 წყარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...