Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    697.139

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

EU-ის წარმომადგენლობა: სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩაში, ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს. EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის დაზვერვის განცხადებას საქართველოში არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით „აბსოლუტურად მცდარს“ უწოდებენ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს არჩევნებში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან პასუხობს და აცხადებს, რომ „ეს აბსოლუტურად“ მცდარია. მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში, რუსეთის განცხადება კი სრული აბსურდია. “ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ასეთ ბრალდებებს

გიორგი გახარია - ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო

ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის. „რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებუ

რიკარდ იოზვიაკი - არაფერი მსმენია საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, რაც მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას

არაფერი მსმენია ევროკავშირის ახალი ზომების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების წინ და ეს მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ადრე გახდა ცნობილი. ინფორმაციისთვის, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროკავშირში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდე

„საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" — კოკოითი ივანიშვილს ეხმაურება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ე.წ. პრეზიდენტი იყო, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”. მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან „საქართველომ სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი მიაყენა”. მან ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან, ამერიკის შეერთებული შტ

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი ერთხმად - 84 ხმით მიიღო

კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობ

მიხაილ როთი სალომე ზურაბიშვილზე - თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! - ის ნამდვილი გმირია

თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. „თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ის ნამდვილი გმირია!“, - წერს მიხაილ როთ

გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა. „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახა

Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს

ქართულ-სომხური მედია Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. ხარატიანი წარსულში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველიც იყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარატიანს საქართველოში შემოსვლის პრობლემა მეორედ შეექმნა. საქართველოში ის ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა. ხარატიანი 4 საათის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო დაყოვნებული. ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი. დაკავების და ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ. რამდ

პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის გახსნისას განაცხადა, დიდი ალბათობით, დღევანდელი პლენარული სხდომა ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა და პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება. პაპუაშვილმა აქცენტი რეგლამენტის იმ ჩანაწერზე გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. პაპუაშვილმა იმ ოპოზიციონერი დეპუტატების სია წაი

ჯიმ რიში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს - მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ“, - წერს ჯიმ რიში X-ზე. ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტ

მეთიუ მილერი - არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება

არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი. „მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ

ბექა ლილუაშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკურ ხედვებზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი - ბექა ლილუაშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკურ ხედვებზე: ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1906291759879139/

ანა ბუჩუკური - ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით... "ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა, სხვა ყველაფერი ჭორაობაა

ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით. "ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა. სხვა ყველაფერი ჭორაობაა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1582963079292001/

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში. „ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს. როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ. „ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრ

პრეზიდენტი "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის ამ მ

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობაა - დაღუპულია 10-მდე ადამიანი

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა. ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 1

გახარია - ელოდებიან როდის ჩაუვარდებათ ხელში ძალაუფლება... ვერ მივართვით, ვერც "ოცნებას" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას", აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს

"თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ობიექტურად, რომ შეხედოთ ვითარებას, მთავარი ოპოზიციური პარტია ჩვენ დღეს უკვე ვართ. არ არის ეს ჯერ ასახული ციფრებში, მაგრამ ყველამ იცის და როგორც არ უნდა კეკლუცობდნენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკურ ველზე ზრდის პოტენციალი, ეს გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია , მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი ზრდის პოტენც

გიორგი გახარია - დამისხდნენ დებატებში... ნახევარი საათი მჭირდება ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი

"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუ

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიესაჯა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს სასამართლომ  4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი შანიძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა: სასამართლოს ეზოში სოლიდარობისთვის შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები: გიორგი შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა: სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობ

ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ. უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. პუბლიკა

გიორგი გახარია - ვინმეს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რაიმე ხელში უჭირავს, ძალიან ცდება, არაფერი არ უჭირავს, ეს არის ქვეყნის ბედით თამაში არჩევნების მოსაგებად

"ბიძინა ივანიშვილმა, თავის განცხადებით, ომის კონტექსტიდან გაიყვანა საერთოდ რუსეთი, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ამ დიალექტიკაში არ არის და ახალი დამნაშავე შემოგვთავაზა ომის კონტექსტში - დასავლეთი, ევროპა, ამერიკა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო მათი პროვოკაციის შედეგი. მეორე, რაც გააკეთა, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რაღაც აღიარებით თუ ბოდიშით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს, ამაზე გამოდის 5 ლარიანი ექსპერტებით. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ დასავ
×
×
  • შექმენი...