ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“.
აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა.
„თქვენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას.
საიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა
თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენს და თქვენს შვილებს დაბრუნების სურვილი არ გექნებათ, - ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს.
როგორც პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავე
იურისტმა, სოფიო ხორგუანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით (შემდგომში- N791 განკარგულება) დამტკიცდა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ქვეყნის მასშტაბით, 223 დასახლებული პუნქ
ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა.
„ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულია. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს სტანდარტული, ორდინარული სიტუაცია, სადაც ჩვენ უბრალოდ პოლიტიკურ პრო
სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის რომ სიის სათავეში არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის წინა ხაზზე თანაგუნდელები გაუშვა.
„მე ვარ ამ პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკურ
კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხვალ მინისტრის თანამდებობას დატოვებს.
ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს.
თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ.
როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
გახარიას შეფასებით, აშშ-პრეზიდენტთან მიღების გაუქმება ნიშნავს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე.
“ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს
შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია).
განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს.
“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით გ
პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა.
“გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.
სიის პირველ ნომრად, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია დასახელდა.
ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური; დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ/
“გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია:
გიორ
აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ეს შედეგია მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების.
აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციი
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო.
მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.
„ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, პასუხი აგონ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
„ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს „მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო“ და ის მოლაპარაკებებით არ გაჩერდება.
ზელენსკის თქმითვე, უკრაინის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავდა 3 ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას.
ზელენსკის ასევე მზად აქვს „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ჯო ბაიდენისა და სხვა პარტნიორებისთვის გეგმავს – თუმცა მისი დეტალები, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
პუბლიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია.
მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან.
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარ
“ოცნებამ” ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა.
სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კაცის მფლობელობაშია, რომელთა ნდობაც ნულის ტოლია.
კახა ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1065199681877968/
“ოცნებამ” ომი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გამოუცხადა და ამდენწლიანი ნაშენები ურთიერთობა დაანგრია.
”ოცნება” ჩამოყალიბდა თაღლითთა დაჯგუფებად, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან და ყველას აბრალებენ იმას რაც თვითონ არიან.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/551871360594762/
„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებ
კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის.
„თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს. აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია. ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტ
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს სცდება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, არღვევს კონსტიტუციას.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და
„საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს.
როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს.
როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართვე
“სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს.
ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას.
გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. შესაბ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული.
კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობი