რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები სათანადოდ არ გამოუძიებიათ და პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენიათ, აცხადებს საია.
საიას [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] განცხადებით, ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია.
„ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს 9 პირის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პ
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
იპნ
ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრ
თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.
სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში
ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარ
გენერალური პორკურატურაში გამართულ ბფირინგზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 სექტემბერს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.
პუბლიკა
ია კერძაიას საქმე - გიორგი გახარიას განმარტების გაკეთება “რეაქციაში“ მოუწია - მაშინ, როცა “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობდა, ჟურნალისტმა ია კერძაიას საქმე შეახსენა და უთხრა, რომ სწორედ მისი პრემიერობის დროს, ზუგდიგდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი წინასააარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობდა.
მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კი თქვა, რომ რეალურად არაფერი მომხდარა და “ამ საქმეს პასუხი სტრასბურგის სასამართლომ უკვე გასცა“.
ტვ
ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ობიექტურად “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში, 200 ათასი ხმა დაკარგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 30 % -ზე ნაკლებს აიღებს.
როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სწორედ ამას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად გამოცხადებაც.
ტვ პირველი
ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქციაში" განაცხადა.
გახარიას მტკიცებით, ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30 ან 45% აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია.
მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში კერპების დაინგრევაა:
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყ
ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის არის საქართველო და ყველა განცხადება, რასაც “ოცნებაში” საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით უკავშირდება ივანიშვილს და მის ამბიციას, რომ საქართველო მართოს ოლიგარქიული, რუსული მოდელით.
თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2834913726671352/
“ოცნება” იტყუება, როცა “ნაც.მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრობს, რადგან მათ რიგებში მრავლად შეხვდებით “ნაც.მოძრაობის” დანაშაულ ქმედებებში შესაძლო მონაწილე პირებს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8535105616521241/
26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე.
”ოცნებამ” საქართველოს დემოკრატიულ კურსს გადაუხვია და აირჩია ავტორიტარული გზა.
თეონა აქუბარდია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1953217335101692/
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებ
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 184 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ, გუშინ, 11 სექტემბერს ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს.
რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა შიმშილობა დაიწყო, 5 ადამიანს კი პირი აქვს ამოკერილი.
რას მოითხოვენ შუქრუთელები
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარა
გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ.
პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს.
2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა.
შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზ
კაფე „მზიური” აცხადებს, რომ თბილისის მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის.
ამის შესახებ მათ არა მერიამ, არამედ სახალხო დამცველმა შეატყობინა.
სოციალურ კაფე „მზიურს” 2024 წლის 15 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ შეატყობინა, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და ის განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება.
კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუა
მოახლოებული არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოებების აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რეგისტრაცია გაევლოთ იუსტიციის სამინისტროში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები,“ ხელისუფლებამ განაცხადა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი დააფინანსებს.
ამ თემაზე
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს.
მედიის ინფორმაციით, ლაურინას კაშიუნასი მიიჩნევს, რომ ალიანსის მისიამ არა მხოლოდ პატრულირება უნდა მოახდინოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი ნატო-ს დონეზე, რათა მათ დაუყოვნებლივ გაანადგურონ დრონები."
მინისტრის თქმით, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის აღმოჩ
ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს სხვა გზა და შესაძლებელია ისე დამარცხდეს “ოცნება”, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ისე რომ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა საჯარო სამსახურში შეინარჩუნონ სამსახურები, უნდა ვესაუბროთ ექიმებს, რომ სისტემაში შევა სამართლიანი კრიტერიუმები მათი სამსახურის სათანადოდ დასაფასებლად, რომ ადამიანი თუ ის დაშავდება ან დროებით დარჩება სამსახურის გარეშე იქნება დაზღვეული და ფინანსური ვალდებულებების გამო არ გაღარიბდება. ჩვენ უნდა მოვიტანოთ ევროპული კეთილდღ
“ოცნების“ რიტორიკა არის აბსოლუტურად ყალბი - პარტიას, რომელმაც დაყო საზოგადოება აგენტებად და მოღალატეებად, მშვიდობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1060025549001501/
“ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე.
ივანიშვილი, საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს, მას მხოლოდ ძალაუფლების და საკუთარი კორუმპირებული გარემოცვის ფულის შენარჩუნება უნდა.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1754676961968251/
ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ ევროპული სივრცე, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის.
ლევან გოგიჩაიშვილი., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1046529157195746/
ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” კი არ ეშინია, მას ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა, ენდო და საკუთარი ქვეყანა ჩააბარა. ეს შუშის კოლბა გამოხატავს ამ ხალხის მიმართ ღალატს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ ხალხის ფასეულობებს და ღირებულებებს უღალატა.
გიორგი ჭანტურია, “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/428165736422841/
გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა გადაყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და არის იმის იმედი, რომ არჩევნები შეცვლის სიტუაციას.
ნატა საბანაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1553586652233326/
"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა.
მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრ