სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა.
მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.
გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს.
„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინ
ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს.
როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას.
მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხი
თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
შსს ინფორმაციას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა რესტორან „კახელებთან“, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს.
ნეტგაზეთი
„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შაიშმელაშვილმა „რადიო თავისუფლებას” სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გამოცემის ცნობით, ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა. ის 2022 წლის აპრილ
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება.
თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. მანამდე ისინი „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ.
როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ.
„ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ეხება „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.
ინფორმაცია აქტივისტ
სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც.
ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
„აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ.
როგორც შსს-ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედ
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) საპროტესტო აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ GDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაცია სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებს სწავლობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში. ახლა კი ანგარიში ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
G
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება.
პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამე
საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიას უთხრა, რომ ორგანიზაციები პატიმრების საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ.
მისი თქმით, ოჯახის წევრებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი შვილების დაკავების გარემოებები გააცნეს, ადვოკატები კი მათ სისხლის სამართლის საქმეების მასალებს მიაწვდიან.
ლიკა გუნცაძის შეფასებით, აუცილებელია
ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა.
შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს.
მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი.
„
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი , - Civil.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ კანონზე დაფუძნებული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მიიღეს, უნდა იყვნენ ას
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა.
„მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში
ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა.
სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა.
29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში , რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფ
"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ "გიორგი გახარიას "იქ არანაირი ბრძანება არ გაუცია". ამის
ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“.
„ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები
რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა.
მედიის ცნობით, შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.
1ტვ
American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან,
ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა.
„ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდო
ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული... ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრო
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები).
“მიუხედავად იმისა, რომ
ივანიშვილმა არჩევნებამდე დაგეგმა გახარიაზე თავდასხმა. არჩევნების შემდეგ, როცა მიეცათ მათ ამის საშუალება, მოახდინეს ამ თავდასხმის რეალიზება.
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/922517610067960
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმოიხილავს პოლიტიკური პარტია “ახალის” წევრის, საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ის დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან