Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    697.100

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ საპოლიციო ძალები არა წესრიგის დაცვის, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იქნას გამოყენებული - მეზვრიშვილი

კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ საპოლიციო ძალები არა წესრიგის დაცვის, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იქნას გამოყენებული - ასე შეაფასა პარტია "გახარია საქართველოსთვის"  ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას. მეზვრიშვილის თქმით, "ხარება" ახლა საპოლიციო ძალების ხელმძღვანელის თანამდებ

გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებას დაუჭირონ მხარი

გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ თუკი დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერების საკითხი დადგება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს მხოლოდ კონსულტაციების საგანია და ისინი თავის დროზე არც ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტების წინააღმდეგები იყვნენ.   წარმოუდგენია თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის შეთავაზების შემთხვევაში? - ეს კითხვა მთავარსარდალს ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ დაუსვა. პრეზიდენტმა ეს სცენარი არ გამორიცხა. 

სალომე ზურაბიშვილი - დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუკი მექნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან

სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო [ივანიშვილისთვის] რაღაც გარანტიების მიცემა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“. ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „აღარ დავაზუსტებ“. პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართუ

რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი | ცესკომ განკარგულება მიიღო

დღეს, 5 ოქტომბერს ცესკომ განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის მიხედვით, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადე

ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურა ყიფშიძე | საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა. თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კი

ზურაბიშვილი: პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ – არა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი არ აკონ

პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი შეუჩერა

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი შეუჩერა 2024/10/05 15:45 ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი შეუჩერა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყანა ქართული ოცნების მმართველობის მესამე ვადის მიწურულს უმძიმესი შედეგებით ხვდება, ეს კი მთლიანად ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობა

ნათია მეზვრიშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო - ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტს შეეხო. „პირველ რიგში, მის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ, განსხვავებით „ოცნების" ვიზიტებისგან, რომელსაც ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტი და კომუნიკაცია გაუუქმეს, მაღალი დონის დელეგაციებთან, გასაგები მიზეზების გამო და ამის ფონზე ქ

გიორგი კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, რეგისტრაცია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, არჩევნებში მონაწი

დიმიტრი ცქიტიშვილი - დასანქცირებული ხელისუფლება ძალიან დიდი დაღია ქართული სახელმწიფოსთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ხელისუფლება (ვიდეო)

“ოცნებას” კონსპირაციული თეორიები სჭირდება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. დასანქცირებული ხელისუფლება ძალიან დიდი დაღია ქართული სახელმწიფოსთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ხელისუფლება. დიმიტრი ცქიტიშვილი, partia "gaxaria saqarTvelosTvis" wevri. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2945104902296745/

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან

ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს.

პაველ ჰერჩინსკი - თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას

თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ის, რისი გამოცდილებაც ევროკავშირს აქვს ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გამოთქვა, რომ არასდროს მოხდება საქართველოს შემთხვევაში. “იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თა

რობინ დანიგანი - ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ - ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას

ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, რომელიც შედეგად მოიტანს ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია. დანიგანის თქმით, აშშ მო

პაველ ჰერჩინსკი - თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ

თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევანი

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი. მათი ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900

როინ ქოჩორაშვილი - მოსახლეობას პირველ რიგში ვეტყვი, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს ხმა არც “ქოცს” და არც “ნაცს” იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის დაღუპვა (ვიდეო)

მოსახლეობას პირველ რიგში ვეტყვი, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს ხმა არც “ქოცს” და არც “ნაცს” იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის დაღუპვა.  როინ ქოჩორაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086956132825907/

დიმიტრი ცქიტიშვილი - ”ოცნება” მარცხისთვის არის განწირული, მათ უნდა აღიარონ დამარცხება და მოემზადონ ოპოზიციაში გადასვლისთვის (ვიდეო)

“ოცნებამ” ისე დააზიანა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, რომ მის გამოსწორებას ვეღარ შეძლებს. ”ოცნება” მარცხისთვის არის განწირული, მათ უნდა აღიარონ დამარცხება და მოემზადონ ოპოზიციაში გადასვლისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/895176478670403/

ნათია მეზვრიშვილი. ხელისუფლება ახლა იმყოფება ძალიან დიდ ქაოსში, თვითონაც არ იციან რეალურად რას, როგორ აკეთებენ, რა ელოდებათ (ვიდეო)

ხელისუფლება ახლა იმყოფება ძალიან დიდ ქაოსში, თვითონაც არ იციან რეალურად რას, როგორ აკეთებენ, რა ელოდებათ.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1705580003611212/

გიგა ფარულავა - ჩვენ ვატარებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. კარდაკარის პრინციპით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ამომრჩეველს ვხვდებით და ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის პოზიტიური

ჩვენ ვატარებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. კარდაკარის პრინციპით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ამომრჩეველს ვხვდებით და ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის პოზიტიური. ამომრჩევლების უმრავლესობა მზად არის, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და მიდიან იმ განწყობით, რომ მოხდეს რეალური ცვლილება. ამ განწყობის მიუხედავად “ ოცნება” პარალელურად, თავის ჩვეულ რეჟიმში ცდილობს დააშინოს ამომრჩეველი და სოციალურად დაუცველებიდან დაწყებული, საჯარ

ბერდია სიჭინავა - რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა" (ვიდეო)

რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა". ბერდია სიჭინავა, პარტოია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986481156579935

ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ. “მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით პატიმრ

დანიგანის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას. 1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება

ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. “ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყ

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს მაკრონი „ფეი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”. “ამ აქციის მიზანია - სცადოს
×
×
  • შექმენი...