სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა.
ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და არსებული სამხილების გამო - ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, რო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმაურება. კულებამ მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება და წერს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.
„იწყება მართლმსაჯულების აღსრულება: მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გაიცა ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების [რუსეთში] ძალადობრივი გადაყვანის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსული ძალების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათგან 11 –„შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 10 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მაგრამ ერთმა, სამწუხაროდ, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.
უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.
მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.
„რეფორმის მიზანი ქვეყან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი პოზიციაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერი პოზიციას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგ
2008 წლის ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პუტინთან დაკავშირებით კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე. ყველა, ვინც პუტინის მხარეს დადგება, ასევე იქნება პასუხისმგებელი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატრია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშ
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა
პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
მთავარი
ომის დანაშაულები, მოსახლეობის უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე - სწორედ ამ საფუძველზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.
კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურისს თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების პალატა II-მა ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
ველოდებით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ახალი ხანა დაიწყება - დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, - ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კიდევ
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო.
როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტური ა
ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ „ინტერპრესნიუსისა“ და "პალიტრ
გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს სვლა უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრ
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ენისთვის სახელის „მოლდოვურიდან“ „რუმინულად“ გადარქმევის შესახებ.
დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებმა. მმართველ ძალას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ოპოზიციონერი კომუნისტები და სოციალისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ ცვლილებას და მოუწოდებდნენ უმრავლესობას, რომ კანონპროექტი არ დამდგარიყო კენჭისყრაზე, რაც ჩავარდა.
სესიის დარბაზში საპრ
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დღეს, 17 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია.
"საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, 1987 წელს.
იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძ
უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“.
„ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყ
სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინაში „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.
"დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
„17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა.
„ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გ
ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.
დავით კაჭარავას კითხვა დაუსვეს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე.
„გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი