Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.610
  • comments
    0
  • views
    307.988

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კელი დეგნანი - აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში, მედიის თავისუფლების საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის

მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. „ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევ

პრეზიდენტი - არ ვიტყოდი, რომ ვართ ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ყველაზე მეტად ასუსტებს ქვეყანას, ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ

პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.   საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ პოლარიზაცია „ყველაზე მეტად გამოყენებადია“ მტრის მიერ. „ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიმეორეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივდეს. შესაბამის ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს. „ჩვენ ვთქვით, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები კი ცალკე. უკრაინამ მისცა რუსეთს თურქეთის შუამავლობით წერილობითი გარანტია. ჩვენ შევთავაზებთ შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას“, – განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას კრემლში განაცხადეს, რ

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს

უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარ

ემანუელ მაკრონი - რუსეთის ენერგეტიკული მუქარების ფონზე, მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი კლიმატურ ვალდებულებებზე

მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე. „ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი - სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტა

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები, ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ვდგავართ გამოწვევის წინაშე

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას სა

ვის აღარ მისცემთ ხმას არასოდეს? – ოცნება – 30%, “ენმ” – 33% – კვლევის შედეგები

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემს. თითქმის იგივე ვითარებაშია “ქართული ოცნებაც” მათ არასდროს აირჩევდა გამოკითხულთა 30%. გამოკითხულთა 18% მხარს არასდროს დაუჭერდა “პატრიოტთა ალიანს”, 15% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერენ მხარს “ალტ-ინფოს”. გამოკითხულთა 14% მხარს “ევროპულ საქართველოს” არ დაუჭერს. კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI – ის ო

VIDEO: როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ - პირველი კადრები ბაზიდან

ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მიზეზი კი ტრავმის შემდეგ არსებული ტკივილებია. Prime Time   ნახეთ კადრები ↓

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები 83.33%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის

რუსეთი ყაზახურ ქვანახშირს გზას უკეტავს - ამოქმედდება თუ არა აქტაუ-აზერბაიჯანი-საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსეთს დრონები ომამდე გადასცა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა. „არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელ

უკრაინამ NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა და უკრაინის პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას. „ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს გვესხმიან. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვე

უკრაინის დაზვერვა - რუსეთში 120 „ისკანდერია“ დარჩენილი, თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% გამოყენებულია

რუსეთში მხოლოდ 120 „ისკანდერია“ დარჩენილი და თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოყენებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, - აცხადებენ უწყებაში. თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნო

ჩრდილოეთ კორეა: სარაკეტო იერიშები აშშ-სამხრეთ კორეაზე თავდასხმაში ვარჯიში იყო

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა.   ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გა

გია ვოლსკი საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვის შესახებ ინფორმაციაზე - „ქართუ“ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ბევრი ადამიანი დასაქმდება

„ქართუ“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება - საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც „ქართუს“ მიერ გაკეთებული არაერთი სხვა საქმეა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. “როგორც “ტვ პირველმა“ განაცხადა, გნოლები, ხოხბები და ქათმები ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. დაატყვევა მუხებით, მოაქცია ბადის ქვეშ და მიწები მიიტაცა, რაც რბილად რომ ვთ

მგონია რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით – ირაკლი ზარქუა

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენციაც, რომ კიდე დიდხანს ვემსახუროთ ჩვენ ხალხს. მე თუ მკითხავთ, მე მგონია, რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. პროგრესნიუსი

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ლევან მურუსიძე - ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის

ჩემი მონაცემებით, ბესო ალავიძეს სურს რა, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, დაემთხვა ეს არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ფაქტობრივად ცდილობენ, გამოიყენონ ბესო ალავიძე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მურუსიძის თქმით, ბესო ალავიძის განცხადებები აბსურდულია. „ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა გახდეს სკანდალური, ვინაიდან აბსოლუტურად არის აბსურდული. ბესო ალავიძემ სხვადას

რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ შესწორებაში გამოთქმულია „სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავის

ყაზახეთის პრეზიდენტი - არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება გვაქვს

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ. „მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელ მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის

უკრაინული მედიის ცნობით, მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, კერძოდ საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან და კონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე. როგორც უკრაინულ მედიას ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, 6 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კომპანიის აქციები იძულების წესით გადავიდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, მათ შ

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო

ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს

საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფ

სომხეთმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე. „ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირ
×
×
  • შექმენი...