Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.099
  • comments
    0
  • views
    691.643

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შოთა, რომელმაც მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა იპოვა

მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა. შოთამ დროშა სწორედ იქ იპოვა, სადაც 7 მარტს, რამდენიმე წუთით ადრე, წყლის ჭავლმა აქციის მონაწილეები დაშალა. თუმცა, მაშინ არ იცოდა, რომ დროშა, რომელსაც დამტვრეული ტარი მოხსნა, გაწურა, დაკეცა

ზურაბ აზარაშვილი - 2025 წლიდან ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება ექნებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას. მისივე თქმით, ამ ღონისძიებების ფარგლებში კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება. „კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში გ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა. „სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება. „ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს. საკითხი უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და მასში შესაბამისად ცვლილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება. პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და

ნათია მეზვრიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება

ოცნება ერთ-ერთში რუსული სცენარით, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.   "განათლების მინისტრი შეცვალეს, როგორც კი ნახეს, რომ დარჩენილია თავისუფალი სივრცე (ახალგაზრდები

შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს „სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“. „ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რ

სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს. „თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდე

დმიტრი მედვედი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედი დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების თაობაზე გასცა ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე მედვედევმა ტელეგრამში საკუთარ არხში დაწერა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უწოდა „საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა“. „სავსებით შესაძლებელია წარ

100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნ

ქართველმა პარამოფარიკავე ქალებმა მსოფლიოს თასი მოიგეს

ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია - იტალიის ქალაქ პიზაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე უნგრეთი და ტაილანდი დაამარცხა, საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის უძლიერეს გუნდს სძლია, ანგარიშით 45:30. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ყველა შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იღებს მონაწილეობას

ევროკავშირი პუტინის დაკავების ორდერზე: ევროკავშირი მიესალმება ძალისხმევას ომის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე

ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „როგორც ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს, ე

პაპუაშვილი ტურაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ ამ კაპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი აქვს. მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორემულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შმედეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდ

ქარტია POSTV-ზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა ეს მედია ასრულებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მიერ მოქალაქეების მიმართ წამოწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეხმაურება. ქარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის მფლობელიც უმრავლესობის დეპუტატი და პრორუსული „

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი არსებობს, ეს არის გარდამტეხი მომენტი

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ეჭვს არ ტოვებს, რომ ამ აგრესიის დასრულება რუსეთისთვის იქნება მისი პასუხისმგებლობის მთელი სპექტრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირა აღინიშნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულების მორიგი სერიით, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებთან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ტერორ

მარკ კლეიტონი - უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი გაიწვიეს

უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე ძალიან მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. „ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგებოდა. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა

შალვა პაპუაშვილი - ერთი საკითხია რადიკალური ჯგუფებისთვის ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ხელის ჩამორთმევა, მეორეა დაფინანსება, რომელიც მათთვის ევროპიდან მოედინება

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს პირდაპირ არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმი თუკი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. „ვწუხვარ, ე

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.   ავტორი - თეონა მანა

"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე სწორედ ჩვენ ვიყავით"

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მას­ზე და დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში აგო­რე­ბულ შავ პი­არ­ზე კი­დევ ერთხელ წერს. "დღეს უკა­ნას­კნე­ლად დავ­წერ და და­გემ­შვი­დო­ბე­ბით. არა­ვის გან­ვსჯი, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი და ფიქ­რი და ეს ხალ­ხიც გა­თა­თხეს და მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, 'იუ­ნეს­კოს საქ­მე" ადა­მი­ა­ნის თით­ქმის და­მარ­თე­ბულ ინ­ფარ­ქტს გა­უ­თა­ნაბ­რეს, ადა­მი­ა­ნის­ვე დახ­ვრე­ტის ბრალ­დე­ბით რომ შე­ემ­თხვა, ორ­გა­ნი­ზე­ბ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. „მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც

მიხეილ დაუშვილი - გიორგი მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის, პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ჰქონდა და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა

გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის. „რასაც ვხედავ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზ

საფრანგეთში პოლონეთის ელჩი - თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება, კონფლიქტში ჩაერთოს

თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. „ამიტომ, დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ, არჩევანი არ გვექნე

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდება - „იმედი"

პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედის” ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. ინფორმაცია გადაცემა „იმედის კვირაში” გავიდა. ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული პოსტი ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა გ

ნატო რუსეთთან საზღვარზე დაჯგუფების გაძლიერებას გეგმავს- Politico

უახლოეს თვეებში ნატო დამატებით ძალისხმევას მიმართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარებისა და აღჭურვილობის განსათავსებლად, - წერს Politico. გამოცემის თანახმად, ამით ალიანსი უკრაინის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შეჩერებას გეგმავს. Politico-ს ინფორმაციით, ნატოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ საზღვრებზე 300 000 ჯარისკაციანი დაჯგუფებას განთავსების იდეას აყენებენ. ლაპარაკია კოალიციური ძალებზე, რომლებიც მოკლე დროში შეძლებენ მოკავშირეთა დახმარებას.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია - „ბორჯღალოსნების“ მე-100 მოგება და მე-15 ტიტული [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.     ფინალში გმარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია. შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თ
×
×
  • შექმენი...